თქვენ გაწირავთ თავს საქართველოსთვის, ქაქიჭამია ევროპელებო?

საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის მომავალი ჩვენს კავშირშია , ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისათვის – გვარწმუნებს გერმანელი ჩინოვნიკი , გინეკოლოგი ორულა ფონ დერ ლაიენი.
- ჭამდით, არ ინდობდით ერთმანეთს მთელი შუა საუკუნეები- ფრანგები, გერმანელები, ბრიტანელები,
- მსოფლიო გადანაწილებისთვის მოახდინეთ პირველ მსოფლი ომის ინსპირაცია – ფრანგები და ბრიტანელებმა დახოცეთ ავსტრო- უნგრელებს და გერმანელები,
- ერთმანეთი, სახელმწიფოები, მთელი ერები გაწირეთ მეორე მსოფლიო ომის წინ, ჰიტლერს ჩაუგდეთ პირდაპირ ხახაში მთელი აღმოსავლეთ ევროპა დააპყრობინეთ, მიწასთან მოასწორებინეთ,
- დუმდით ებრაელი ერის გენოციდზე,
- დუმდით, სანამ არ დარწმუნდით სტალინის გარდაუვალ გამარჯვრბაში 1942 წელს,
- დუმდით, სანამ თქვენ ფიზიკურ არსებობას არ დაემუქრნენ ,
- აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული სპეციალური კანონიც კი მოქმოქმედება ” სამხედრო ნეიტრალიტეტის” შესახებ და მშვიდად აკვირდებოდით საით გადაიხრებოდა ბედის სასწორი, რომელი მხარე აგერჩიათ,
- ამერიკულებმა ამ ომის წყალობით ხელში ჩაიგდეს მთელი მსოფლიო სიმდიდრე, ოქროს მარაგები,
- 1933 წლის რეცესიით გაწირული ეროვნული ვალუტა დოლარი მსოფლიო ვალუტად აქციეთ,ც
- მანამდე, საუკუნეების წინ დაამცირეთ სულხან საბა, რომელმაც რწმენაც კი შეიცვალა ქვეყნის გადარჩენის გამო,
- არ პასუხობდით ერეკლე მეორის თხოვნა- მუდარას სამხედრო დახმარებაზე,
- რუსეთის შიშით ვერ გავბედეთ საქართველოს ერთა ლიგაში ( გაეროს წინამორბედი ორგანიზაცია) მიღება 1921 წელს და პირდაპირ ლენინს უფეშქაშეთ საქართველო და ეხლა, როცა რუსეთი, ისე ძლიერია სამხედრო- პოლიტიკური თვალსაზრისით როგორც არასდროს, თქვენ ქაქიჭამია ევროპელები გაწირავთ თავს საქართველოსთვის, ქართველი ერისათვის?
- ევროპა, რომელიც დღემდე ამდიდრებს რუსეთს თვეში მილიარდი დოლარით შესყიდული ნავთობის ხარჯზე და საკუთარ უკანალებს უფრთხილდება, თავს დადებს საქართველოსთვის, როცა მინიმუმ 500.000 უკრაინელი შეწირეთ პირად ინტერესებს და დაცინით , ევროკავშირი მიღების თარიღსაც არ ეუბნებით…
თუმცა, რა ერი, ამერიკელების დირექტივების მიხედვით ჩვენ არ ვარგუვართ როგორც ნაცია ,
იმის შიშით, რომ თურმე ეს გამოიწვევს შიდა ეთნიკურ დაპირისპირებას, კონფლიქტებს , საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩას – დღემდე ვერ გაგვიბედავს საკუთარი იდენტობის დაფიქსირება, აღრიცხვა პირადობის მოწმობებში , რომ ვიცოდეთ რამდენი დავრჩით , ვიცოდეთ, რომ იქნებ მაშინ მაინც გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი.
არავინ ჩვენ არსად არ მიგვიღეს, არავის ჩვენ არ ვჭირდებით, სანამ პირველ რიგში საკუთარ თავს არ დავჭირდებით , სანამ ქართველები ერთმანეთს არ შევიყვარებთ, სანამ არ გავერკვევით ვინ ვართ, სად მივდივართ და რა გვინდა.
წერს ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.