საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" არანაირი ლორთქიფანიძე, არანაირი ბატურინი, საქართველოში არეულობა აშშ-დან იმართება! – თბილისი 24
29 თებერვალი 2024

არანაირი ლორთქიფანიძე, არანაირი ბატურინი, საქართველოში არეულობა აშშ-დან იმართება!

შეცდომაა : ლორთქიფანიძე!

სწორეა: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება აშშ – დან იმართება !

სახელმწიფო უშიშროების სამსახური საქართველოში ოქტომბერ- ნოემბრის თვეში დაგეგმილ არეულობების და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მიუხედავად თქვენი ღრმა პატივისცემა ბატონო გრიგოლ,მინდა გითხრათ სიმართლე, რის თქმას თქვენ გარკვეული სახლემწიფოებრივი ინტერსებიდან გამომდინარე ერიდებით. მე დასაკარგი არაფერი მაქვს. ჩემთვის პატივსაცემია ყველა ადამიანი, ვინც კი ბოლომდე უერთგულა საქართველოს, ერთგულია ბატონ ბიძინა ივანიშვილის.

სამწუხაროა,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ნაცვლად მისი პირდაპირი ფუნქციის: დაიცვას სახელმწიფო და მისი კანონიერი ინტერესები – საზოგადოების დაზაფვრის, დაშინების , დატერორების ფუნქციას ითავსებს.

ყოველშემთხვევაში ასე გამოდის.

რა ითქვა ახალი, რომ ასე გულხელდაკრეფილი შეხვდებოდა მავნე ე.წ. ოპოზიცია საქართველოსთვის არაფრის მომცემი სტატუსის განზრახ არ მიღებას? ის ოპოზიცია, რომელიც ტერორისტს, პოლიციელის მკვლელს და ცოცხლად დამწველს გმირად რაცხავს?

  • უცხოა, რომ აგერ უკვე მე-11 წელია ამ ბოროტ ძალას კონტრრევოლუციური ზრახვები გააჩნია და ნებისმიერ ფასად ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას?
  • განა ახალია, რომ ისინი: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ამერიკის გავლენის აგენტები, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები პირადპირ ეთერებში ღიად აცხადებენ და არც მალავენ, რომ ყველანარ ფასად ხელში დაამხობენ ხელისუფლებას?
  • განა, ერთი ბრალდება, გამოკითხვა აწარმოეთ სააკაშვილის და მისი სექტის წევრთა მიმართ, როცა ისინი საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნების წინ აანონსებდნენ “ სტოპროსისხლისღვრას, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, ქუჩების ბარიკადირებას, ბოევიკების ჩამოყვანას, ბიძინა ივანიშვილისთვის კადაფის ბედის გაზიარებას?!
  • განა, ეს ბატონი ვინმე ბატურიანი არ არის პირველ ჯერზე სააკაშვილის საქართველოში არეულობის მოსაწყობად ზღვით შემოღწევის მცდელობისას” უტკად” რომ გადმოგიდოთ ლორთქიფანიძემ?
    რატომ არ დააკავეთ?

ან, იმავე, მათივე პოლიტიკური ჯგუფის წევრების მტკიცებით ( გადახედეთ ძმებ გაბაშვილების ფარულ ჩანაწერებს) “@ლე და უტვინო” ლორთქიფანიძეზე არსებობს რაიმე ბრალდება საქართველოს ჩადენილი ან შესაძლო დანაშაულის მზადების ?

  • რატომ არ აგზავნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო ნოტას მსგავსი ინფორმაციის არსებობისას უკრაინის საელჩოში?
  • ბატონებო, “მორჩით ბაზარს” და იმოქმედეთ, თუ რამის ტრაკი გაქვთ, თუ არა და გეყოთ საზოგადოების დაშინება, მოასწარით, იგულავეთ სანამ დროა ( ასე ფიქრობს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი!) ან გაბედეთ და პირდაპირ დაარქვით თავის სახელი, თქვით, საიდან იმართება და მოდის თბილისში მაიდანის მოწყობის გადაულახავი სურვილი – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან !

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია