რეგიონული მაჩვი ბოტკოველი ღარიბაშვილის, კალაძის და ივანიშვილის დახვრეტას მოითხოვს
კატეგორიულად მოვითხოვ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას , – ამის შესახებ სექტა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მაჩვმა (მდივანმა ) გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.
- „ჩვენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, რომ კონკრეტული ფაქტებით დასტურდება იმ ადამიანების დანაშაული, რომელთაც დღეს ძალით აქვთ შეპყრობილი ხელისუფლების სადავეები.
- მთავარი დამნაშავე, მთავარი რუსი ოლიგარქი, რუსი ჯაშუში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია, ასევე მისი კონკრეტული წარმომადგენლები.
- ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტული ფაქტები გამოაქვეყნა და დაასანქცირა. საუბარია, რომ ფარცხალაძე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში წარმოადგენდა რუსეთის ინტერესებს და ის არის დადასტურებულად რუსი ჯაშუში, “ფეესბეს” აგენტი, რომელიც აკონტროლებს საქართველოში არსებულ ბიზნესსექტორს.
გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, სადაც დასტურდება, თუ როგორი დამნაშავეა ამ ქვეყნის პრემიერი, როგორი დამნაშავეა თბილისის მერი კახა კალაძე, რა ბიზნეს აქტიურობას და რეკეტს ეწევა ფარცხალაძე.
მოვითხოვთ, კონკრეტულ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას“,- აღნიშნა რეგიონულმა მაჩვმა.