ოთარ ფარცხალაძე: გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული!
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული. ექს-პროკურორი თუნდაც ერთი ფაქტის ერთ მტკიცებულებას მოითხოვს, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს.
- ” ყველამ ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული.
- ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს!
- ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული”, აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.