14 ოქტომბერი 2024

ქურქუმელა: “ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში!

რუსმა ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ „იცით რა, რუსების გარდა ჩვენ კიდევ ჩამოვიყვანთ ჩინელებს“. ე.ი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან, „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

  • „ჩვენი შეხვედრის დაწყებამდე, ბიძინა ივანიშვილმა, რუსულმა პარტიამ“ მოახერხა და ბაგრატი ჩააბნელა, მაგრამ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ქვეყანა ჩააბნელა, რუსეთის გუბერნიად უნდა რომ აქციოს, ბაგრატის ჩაბნელება არ გვიკვირს.
  • მაგრამ აქედან რამდენიმე კილომეტრში გელათს რას უშვრება ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“, ეს არათუ გვიკვირს, არამედ გაბრაზებულები ვართ.
  • ამასობაში ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“ მუდმივად ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას და რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში.
  • ყველაზე დიდი აგენტი, საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებელი არის ბიძინა ივანიშვილი და ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ კარგად იცის.
  • ჩვენ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა მოვაცილოთ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ქურქუმელ ხაბეიშვილმა.