16 სექტემბერი 2024

მისმინეთ, ბატონო პრემიერო!

მიამიტი ( ადამიანი, ვინც ყველაფერს ადვილად იჯერებს, ადვილად ტყუვდება, უეშმაკო, გულუბრყვილო) ვარ და მიამიტირად მჯერა , რომ ყველაფერი ცუდი, თვითნებობა, თავგასულობა, უნდობლობა , ქვეყანაში ხელისუფლებისადმი ნდობის გეომეტრიული პროგრესიით კარგვის პროცესი , ” ეს ყველაფერი ” ბიძინამ და ირაკლიმ არ იცის.

მჯერა , ისე როგორც ადრე, გლეხს ეგონა რომ მეფემ არ იცოდა რა ხდებოდა მის სამეფოში და მისი სწამდა, სჯეროდა, შველას, დახმარებას, სთხოვდა.

  • როცა, სახელმწიფოში სისტემური შეცდომები მატულობს, ყველაფერს საკუთარ სახელს არ არქმევ , მიშვებული , მიგდებული გყავს სახელმწიფო შენდამი მტრულად განწყობილი ჩინოვნიკების ამარა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილი მავნე, ტოქსიკური ოპოზიცია გიქმნის დღის წესრიგს, გიწევს მისი დაბრეხვებული ყველა სისულელის ახსნა- განმარტება, უარყოფა , იქ ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, კეთილდღეობაზე საუბარი ზედმეტია.

ეს უფრო ჰგავს კაპიტნის მიერ მეკობრეების ალყით შემორტყმული გემის დროებით გამაგრებას, შესაძლო მაშველის გამოჩენამდე, ანდა, თქვენს მიერ, “პოციზია- ოპოზიციის ” მიერ, ერთობლივად ძალაუფლების გასახანგრძლივებლად ხელოვნურად დადგმულ სპექტაკლს.

  • განა არც იცით, რომ ფეისბუკის ე. წ. ექსპერტები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ორ-სამ დითირამბს გიძღვნიან ( ისიც დაკვეთილს) საერთოდ არ ანაღვლებთ თქვენი ბედი?
  • განა არ იცით, რომ ისინი თქვენ დათვურ სამსახურს გიწევენ?
  • განა არ გსმენიათ ქართული სიბრძნის “მოყვარეს პირში უძრახეს” შესახებ? მაგრამ, მისდევთ მასების მართვის სახელმძღვანელოს პრინციპებს ხალხის დაბოლოების პოლიტიკის შესახებ და გჯერათ, რომ ეს ტაქტიკა მუდმივად იმუშავებს.
  • არა, ბატონებო, ასე ხალხის სიყვარულის და ერთგულების სჯეროდა თითქოს ყველა ლიდერს, სანამ ძალადობრივი გზით არ გაუყენეს შარას .

გადახედეთ, საქართველოს ახლო წარსულს ვინ, რომელი ხელისუფალი დაიცვა?

მამალმა , რომ თქვა მე ვიყივლებ და გინდ გათენდეს გინდ არაო.. მე მითქვამს, ამაგრეთ სახელმწიფო სტრუქტურები თქვენდამი მტრულად განწყობილი ძალებით, მიეცით მათ თავნებობის, მოქალაქეების დაჩაგვრის, დამცირების, აბუჩად აგდების საშუალება, დაუნიშნეთ მათ მაღალი ხელფასებით, პრემიები და ვნახავთ ვინ დაგიცავთ ერთ მშვენიერ დღეს, ისინი თუ მათგანი გამწარებული უბრალო ხალხი.

მიჩნდება გონივრული ეჭვი რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელსაც თქვენ ბრბოდ მიიჩნევთ, ორივე მხარე უკვე ფეხებზე კიდიხართ.