ნინიკო მშვიდობაძე: ნუ იფიქრებთ, რომ ეს ხალხი ლიტერატურულ ელიტას წარმოადგენს!

აჭარის კულტურის სამინისტრო, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო:
- როცა მწერალ-პოეტთა ნაწილი ასე აქტიურად უპირისპირდება ქეთევან დუმბაძეს და შესაბამისად, კულტურის სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრს, არ გიტყდებათ, რომ თქვენ მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ ლიტერატურულ ფესტივალზე სტუმართა უმეტესობა სწორედ ამ პოეტ-მწერალთა რიგებიდანაა???
- ლიტერატურა არ ცნობს პოლიტიკას კი არა, ისე ცნობს, მაღლა მზე იყოს და დაბლა – მთვარე. აი, ფესტივალ “ზეკარის” სტუმართა ვინაობა: ნენე ნესტან კვინიკაძე, გოდე გორგილაძე, მაკა ლდოკონენი, ნანა აკობიძე, დათო გორგილაძე, ეკატერინე ტოგონიძე, გვანცა ჯობავა, ზვიად კვარაცხელია…
- ბატონებო და ქალბატონებო, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პეტიციით ითხოვენ პრემიერის და ვიცე პრემიერის (წულუკიანის) გადადგომას, ასევე პეტიციით გამოდიან ქეთევან დუმბაძის წინააღმდეგ…
- კი, ბატონო, ამ ფესტივალზე რამდენიმე არსებული ხელისუფლების მხარდაჭერიც იყო, მაგრამ სავარაუდოდ, შირმად და ფარად, თორემ…
ლიტერატურა პოლიტიკის ნაწილია, მე ვიტყოდი, ძალიან ძლიერი და დიდი ნაწილი, რადგან სიტყვას ფლობს…
ჰოდა, მე მგონი ღირს დაფიქრებად, მით უმეტეს, რომ აგერ ახლახან სულ ცინცხალი განცხადება გააკეთეს და მწერალთა სახლთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი თქვეს…
ნუ იფიქრებთ, რომ ეს ხალხი ლიტერატურულ ელიტას წარმოადგენს, ნურც იმაზე ფიქრით დაიღლებით, რომ შეუცვლელები არიან, ქართული ლიტერატურის ელიტას დღესაც და დღეის მერეც შოთა, ვაჟა, გალაკტიონი, აკაკი, ილია, კონსტანტინე, ჭაბუა… წარმოადგენს და შეუცვლელები სწორედ ესენი არიან!!!
ნინიკო მშვიდობაძე– ჟურნალისტი, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე