აი, თქვენი ბიძინა, ესაა თქვენი პრემიერი, ვნახავთ, ვინ როგორ დაგიცავთ!
ერს არ უნდა დაუკარგო იმედი, რწმენა, სხვაგვარად დროის ამბავია შენი საქმე!
“ქართული ოცნების” ხელისუფლების “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმთან გაიგივება სწორედ რომ მიზანმიმართული აქტია ,რომ ადამიანებს მოუკლან უკეთესი მომავლის განცდა, ჩაუსახონ უიმედობის , უმწეობის განცდა, დათესონ ნიჰილიზმი.
ამ საქმეს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გააზატებული და დაწინაურებული თანამდებობის პირები, შურისძიების მოტივით განმსჭვალული სულით ნაცები.
ხელოვნურად არ ვწერ სიტყვას ” ყოფილს” რადგან, ყოფილი ნაცი არ არსებობს.
მათი გონება, აზრები, სული ისეა დაბინძურებული ბოროტებით, ხელისუფლებაში დაბრუნების, შურისძიების მოტივით, რომ სულ ახლახან დარწმუნდებოდით როგორ ამართლებდნენ მკვლელს და ხარობდნენ კიევში პოლიციის მიერ მოკლული ქართველი ეროვნების მოქალაქის გამო.
რატომ?
- იმიტომ,რომ შემდეგ მარტივად შეძლონ მათი ბელადის სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის , იური ვაზაგაშვილის და სხვა მრავალი ახალგაზრდის მკვლელობის გამართლება.
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ხელოვნური, აბსურდული საბაბით გაურთულონ ცხოვრება მოქალაქეებს, უარი უთხრან კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმიტომ, რომ აფიქრებინონ, ათქმევინონ სწორედ მთავარი – ერთნი არიან, ნუთუ რა განსხვავებაა ქოც- ნაცებს შორის?!
აკეთებენ ამას ხელოვნურად, მიზანმიმართულად – ყველას, განსაკუთრებით რეჟიმს დაპირისპირებული ადამიანების მიმართ, რომ ალანძღინონ, აგინებინონ ოცნების ხელისუფლება , პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და განსაკუთრებით ახალი რეალობის შემოქმედი, საქართველოს ფაშიზმისგან, დიქტატურისგან ქვეყნის გადარჩენი ბიძინა ივანიშვილი.
დიახ, ყველაფერი ეს არის უშუალო დარტყმა მის რეიტინგზე, ყველა იმ სიკეთეზე, რაც კი 2012 წლის ხავერდოვანმა სახალხო რევოლუციამ მოიტანა.
არაფერია ამ ქვეყნად მარადიული, არანაირი ძალაუფლება, თანამდებობა, თქმულა – “წყალნი წავლენ და წამოვლენ”, მთავარია როგორი სახელით დარჩები ისტორიას- სამართლიანი თუ უსამართლო მმართველის.
ნუ აძლევთ საშუალებას სატანის მოციქულებს იზეიმონ, დაგვცინონ, დაგვჩაგრონ, სულში ჩაგვაფურთხონ იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად ვიბრძოდით , გვეიმედებოდით, თავს ვწირავდით..
ნუ ათქმევინებთ ქვეყნის მტრებს – აი, თქვენი ბიძინა, ესაა თქვენი პრემიერი, ვნახავთ ვინ როგორ დაგიცავთ!
მოაშორეთ სააკაშვილის მონები საკვანძო თანამდედებობებს, შენელებული ნაღმის მქონე, საჯარო რეესტრის დირქტორის დავით დევაძის მსგავსი ნიღბიანი მტრები.
მერწმუნეთ, დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, დაგროვილი ჭარბი ნდობა და რესურსი უაზროდ ნიავდება.
პატივისცემით- ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია