საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" “იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა” – თბილისი 24
20 მაისი 2024

“იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა”

“იგი წავა და სხვა მოვა”-
ამ სულით მახინჯ , რუსული ზღაპრების პერსონაჟზე, საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩ დეგნანზე არ უთქვამს შოთა რუსთაველს.

წავიდა და თან წაიღო დიდი სევდა -და განუხორციელებელი, არ შესრულებული მისიის.. რა არ ეცადა, მაგრამ ვერა და ვერ ჩაითრია ქვეყანა დამანგრეველ ომში!

შენს მოსვლამდე იყოს მშვიდობა კელი შენგან, ბაიდენს ებარებოდე!

წავიდა და მის ლეკვებს არასამთავრობო სექტორიდან, მედიიდან , ჟოპოზიციიდან დაუტოვა მოუშუშებელი ტკივილი და ამავდროულად ჩაუსახა იმედი, რომ მოდის მასზე ბინძური , ჩათლახი და გოთვერანი.

” ტურფა საბაღნაროში” რომ მასზე უარესი ბაბაიაგა მოდის, საუბედუროდ ვოშინგტონიდან მონაბერი ნიავიც გვაუწყებს.

პირველ შეხვედრას ვისთაც ახალი ამერიკის დესპანი გამართავს არათუ სავარაუდო, დემონსტრაციულ შეხვედრას არასამთავრობო სექტორი და მაოხრებელი ჟოპოზიცია იქნება.

შემდეგ რათა,ძველი, ახალად შეფუთული ბრალდებებით ესტუმროს პრემიერს : “ეს რა გავიგე, თუ ამას არ იზამთ, ესე იქნება” ულტიმატუმით.

რათქმაუნდა ის შეეცდება, კვლავ ძველებურად ჩაერიოს საქართველოს საშინაო და საგარეო საქმეებში, სამინისტროებში, უწყებებში ლამის დამლაგებლის დანიშვნის გასაკონტროლებლად.

წინასწარ გულს არ გუხეთქავთ და ვერც ვერაფერ განსაკუთრებულს ჩაიდენს სტრატეგიული პარტნიორის ახალი დესპანი, მაგრამ კურსი – ქვეყანაში არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის, ქვეყნის რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში ჩაბმის უეჭველად იგივე იქნება.
განსხვავებული და დახვეწილი მას მხოლოდ მიდგომები ექნება მზაკვრული გეგმისადმი.

სავარაუდოდ პროცესები დაჩქარდება, რადგან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დრო არ ითმენს , რომ სისხლისღვრის, ერების განადგურების ახალი ტალღით გამოურიცხოს გონება ამერიკელ ამომრჩეველს.
სამწუხაროდ, როგორც 2008 წელს საქართველო. ” შიდა მოხმარების პროდუქტად” გამოიყენონ და დაგვტოვონ პამპერსის და “ღრმა შეშფოთების ” ამარად.

სხვათაშორის, ნეტა ამერიკელებმა თუ იციან ქართული ანდაზა: “მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა”?

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია.