საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" რა ვალი აქვს თქვენი, რით ვერ ამოვიდა თქვენი ყბიდან ? – თბილისი 24
20 მაისი 2024

რა ვალი აქვს თქვენი, რით ვერ ამოვიდა თქვენი ყბიდან ?

ნაც. სექტასთან” საუბარი იგივეა, რაც კედელს ცერცვი აყარო, აზრი არ აქვს, არც შევეცდები, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, ვითომ ობიექტურები , “არც ნაცები რომ არ ხართ და არც ქოცები”, ისინი – “ბიძინამ რა გაგვიკეთას” რომ ქადაგებთ და პარალელურად სახელისუფლებო უწყობებში მაღალ თანამდებობაზე რომ ხართ მოკალათებული, ღიად თუ ფარულად ნაცებს რომ სიმპატიზირებთ, გიფიქრიათ ვინ იქნებოდით ბიძინა ივანიშვილის გარეშე?
პირდაპირ გეტყვით – ტალახში მოგუნგლავე ღორები!
ფიქრობთ, მიშა დაგიჭერდათ ?

ვის რაში ჭირდებოდით, Не уловимый Джо ” -სავით!

რას გვიშვება სააკაშვილი, დაგვამონა, თავისუფლად ვერ გვისუნთქია,ყველას და ყველაფერს აკონტროლებს,მოსპო მედია, ბიზნესი, რომ წუწუნებდით..
შეგკრებდათ ხოლმე ვინმე მოსყიდული ოპო-ლიდერი , ივიშვიშებდით , იმიტინგებდით, გადადექი “ჯოს”, “ჯოს” იბღავლებდით, მერე აქტიურ მომიტინგეებს კარგად დაგბეჟავდნენ დემონ- კრატიის სახელით , უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილას ცოცხებს გაგიყრიდნენ, თუ ფიზიკურად გადარჩებოდით, ან მეორე დღეს გიპოვიდნენ სადმე შემოყრილებს ( შენდობას ვითხოვ გარდაცვლილების სულებთან ან ტერმინზე) და აქეთ დაგადანაშაულებდნენ ქვეყნის იმიჯის შელახვას და სააკაშვილის პატიოსანი სახელის გატეხვაში, ახალ 26 მაისებს და 7 ნოემბრებს კიდევ მრავალი თარიღი რომ მიემატებოდა, ძეგლებს რომ დაგიდგამდნენ დორბლიანი ბელადის, გეყვირათ- მერე მიშა, მიშა!

ბოდიში ბატონო, ყოველ დილით გლოვოს კურიერი რომ არ გაწუხებთ ბიძინას გამოგზავნილი ცივი ყავით ხელში..
რა ვალი აქვს თქვენი, რით ვერ ამოვიდა თქვენი ვალიდან ?
ხომ კარგად დაგანახათ ვის ემონებოდით და ულოკავდით ერთ ადგილს, ვერ ხედავთ, როგორ გააშიშვლა და რას დაემსგავსა სულიერად თქვენი მამა- მარჩენალი?

თეთრის და შავის გარჩევა რომ არ შეგიძლიათ, თან ‘რეჟიმად და დიქტატურად” რომ ნათლავთ, და დღე და ღამ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავთ ადამიანს, მაშინ რა ერქვა ნეტა სანდრას გინებისთვის დეპუტატ ვალერი გელაშვილს თავ- ყბა რომ გაუერათიანეს სააკაშვილის ბრძანებით?

მშვიდობა არაფრად მიგაჩნიათ, რის ,რა ზეწოლის, წნეხის ფასად ხდება და გადადის ამ კაცის კისერზე ყველაფერი არ გაინტერესებთ..

მერე რა მოხდა, თურმე , ვალდებულია და თქვენ ნაშოვნ მილიარდებს წირავს ქვეყნის მშვიდობას! (“ხომ კარგი იყო”პივას ‘” რომ ყლუნწავდი” ანეგდოტის არ იყოს!)

თქვენი ლოგიკის – ააქვს და აბა რა უნდა ქნას?
რატომ, რატომ?
თუ საქართველო, სამშობლო არ უყვარს, რუსს ოლიგარქად მოიხსენიებთ და ამას ყოველდღე უკიჟინებთ, ადამიანები, ვინც ფიზიკურ გაქრობას გადაგარჩინათ, მაშინ რატომ ცდილობს ამ ქვეყნის განადგურებისგან დაცვას, ომის არიდებას?
რაღაც ლოგიკაში ვერ ჯდება თქვენი ბოღმიანი დასკვნები.

გახსოვთ ალბათ, ბატონ ბიძინას წინასწარმეტყველური გახუმრება ანეგდოტის სახით – “შედი ქალო ბუტკაში”. არ იფიქროთ, დეგნანზე თქვა, უბრალოდ ამ ქალის მსგავს მაჯლაჯუნას ( არ ვარ დარწმუნებული შესაძლოა კუდსაც მალავდა) ძალიან უნდოდა საქართველო აფეთქების შედეგად ცვენილი ქვების მასის ქვეშ დაემარხა, მაგრამ არ გამოუვიდა.

და ყველა ბოროტი ადამიანის ჯინაზე- გაუმარჯოს მშვიდობას, უფალმა დალოცოს მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, დიდება დედა ღვთისმშობლს!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.