ღმერთმა გაძლება მოგცეთ ბატონო ირაკლი!
საქართველოს ისტორიაში, კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომელებიც საკუთარი არსებობით კვალს ტოვებენ ერის ცხოვრებაში.
საქართველოს უახლოეს ისტროაიში, ვინც კი შეიძლება პირველი დაასახელო ასეთი არის მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, სწორედ იმ მომენტში მოევლინა ქვეყანას, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა შველა .
მეორე ასეთი ადამიანი, რომელსაც დღეს ქვეყნს ბედი აბარია , ადამიანი, რომლის მიამართაც ქვეყნის შინაური თუ გარეული მტრებისგან ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ისმის ცილისწამება, ათასგავრი სიბინძურე – ირაკლი ღარიბაშვილია.
ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, რომელსაც ცხოვრების ძალიან დიდი და რთული გზა აქვს განვლილი, მესმის, რა რთულია ჩემი ასაკის კაცისთის მსგავსი სიბინძურეების მოსმენა, როდესაც ქვეყნის მტრებისთის წმინდა არაფერია. გარდა, საკუთარი თავის, გილანძღავენ ოჯახს, რწმენას, ქვეყანას და უნდა ითმნო, იმიტომ, რომ გავალდებულებს თანამდებობა, „თმენის ვალდებულება.“
და რამხელა ენერგია, მოთმინების უნარი უნდა ჰქონდეს ადამიანს, ადამიანური, ბუნებრივი რეაქციის გარეშე, გაუძ₾ოს და მოითმინოს ყოველივე, არ გაბოროტდეს, დაუნახავი მოქალაქეებისთვის კვლავ აკეთოს სიკეთე, იმიტომ რომ კვლავ – თანამდებობა მოითხოვს ამას და თმენის ვალდებულება აკისრია.
მაგისთვის ავირჩიეთ, ევალება, მაშ რა უნდა ქნას-ო, იტყვის მავანი.
განა, სალანძღავად ავირჩეთ? თუ, დღეს „ქება აღარ არის მოდაში“?
მასეთი არჩეული ჰყავადათ გერმანელებს ჰიტლერი, ჩვენ- მისი კარიკატურა სააკაშვილი , რომელიც წყევლასავით დაატყდა თავს ქვეყანას.
თუმც, ესეც ჩევნი სენია- „ყველა მთავრობის დედაცო“ , ლანძღვა – გინება, სიკეთის და კარგის არ დანახვა, ლაფის სროლა, სახლის კარებთნ ხონჩით მზმა- მზარეულით ლოდინი, შავ- ნოადარას სეირების ყურება , როცა ბინძური პოლიტიკური მიზნების გამო უსაფუძვლოდ ლანძღავენ და გიგინებენ ხელისუფალს და ერთი სიტყვაც არ დაცდება ადამიანს საქებარი, ყოველშემთხვევაში ვისაც ადამიანურად ევალება.
-როგორ იტყვის, მაშინვე ხომ „მოსყიდულის“ და „ტროლის“ იარლიყი გარანტირებული აქვს და ჰოდა, დუმს, თავს უფრთხილდება, ან ვინიცობაა, რა იცის, ის გიჟი იქნებ მართლა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და მერე?!
დუმს, სანამ მის მიერვე არჩეულ პრემიერს არ მიადგებიან „ გადადექის ძახილით“ სახედაკარგული, დაბოლილი, გონებადაბინდურლი, ერის „საუკეთესო ახალაგზარდობის ნაწილად “ მონათლული ჩვეულებრივი მოსყიდული ბომჟები!
ჰოდა, აის ასე უბრალოდ, ყოველგავრი მიზეზების გარეშე, მადლიერების გრძნობით ღმერთმა გაძლება მოგცეთ ბატონო ირაკლი ამდენი უმადური , დაუნახავი ადამიანის გაძლებისთის, მადლობა მშვიდობისთის, მადლობა კეთილგონიერებისთვის, მადლობა ქვეყნის სწორ გზაზე ტარებისთის!
გოჩა ნაჭყებია, ჟურნალისტი