ირაკლისი არა და ტალახის აფერისტი გმირის გჯერათ?
“მიამიტი საზოგადოება თუ უბრალოდ წაკითხულის დაჯერება?!
საქართველოში პოპულარულ სოციალურ ქსელ ფეისბუკს სხვადასხვა ქვეყანაში თუ გართობის , უბრალოდ კომუნიკაციის ფუნქცია გააჩნია, საქართველოში მას სამწუხაროდ, ძირითადად პოლიტიკური და ერთმანეთის ლანძღვა – გინების დატვირთვა აქვს.
ქსელი მხოლოდ ” სახის წიგნი” როდია, ადამიანის სულის ანარეკლი გახდა.
ქსელს,სამწუხაროდ, იმდენად ნარკოტიკული თვისება აღმოაჩნდა, რომ ადამიანებს ერთი დღითაც ვერ წარმოუდგენიათ მის გარეშე ცხოვრება და ხშირად ლაიქების რაოდენობით აფასებენ კაცობას, ადამიანობას, სოციალურ სტატუსს..
ქსელი, ქვეყანაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად პირდაპირ საგიჟეთი ხდება ხოლმე-
ყველა პოლიტიკური მიმომხილველი, ექსპერტია.
ალბათ, მოყოლილი ამბის, წაკითხულის შინაარსის სათანადოდ ვერ გაგების ან მხოლოდ სათაურიდან აზრის გამოტანის ბრალია, რომ ადამიანები მარტივად იჯერებენ აბსურდს, რომელიც წმინდა პოლიტიკური კონიუნქტურიდანაა გამომდინარე.
ჩემი აზრია- უჭკვიანესი პოლიტიკოსია ირაკლი კობახიძე. მისი ყველა სიტყვა გააზრებული და აწონილ – დაწონილია.
და რატომღაც საზოგადოების ნაწილს სურს ტალახის გმირის ისტორიების დაჯერება, იმიტომ რომ თავის საკუთარი წარუმატებლობა, არ გამართლება, ბოღმა, აგრესია ხელისუფლებაზე გადაიტანოს და დააბრალოს.
არ გამიკვირდება, თუ დღეს- ხვალ ფრანგი პენსიონერი განოშტრიკინდება და ნაცების ახალ გმირს რაიმე ‘ მენდალს” დაჰკიდებს!”ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.