გოჩა ნაჭყებია: ირაკლი უყვარს საქართველოს!
ორტრაკა მედროვეებო , ვერ ეღირსებით ღარიბაშვილის მოხსნას!
ჩვენი საზოგადოების უმთავრესი სენია ორტკრაობა, ორგულობა.
დღეს კომპარტიის ინსტრუქტორები, ხვალ- ზვიადის მაქებრები, ზეგ -შევარდნაძის, სააკაშვილის, ღალატობენ ყველას და ილტვიან იქ, სადაც მათთვის სასურველ შესაძლებლობს ხედავენ გამდიდრებისთვის, კარიერული წინსვლისთვის.
ესაა ყველაზე საშიში და უბიბძურესი კასტა ქართული საზოგადოების!
ღალატის დიდოსტატები, ადამიანის მაგვარი სუბსტანციები, რომელებიც წამიერად აღმოჩნდებიან ხოლმე იმ ნავში, სადაც კეთილდღეობას ხედავენ.
დღეს, რატომღაც საკუთარი მოკლე ჭკუით გადაწყვიტეს რომ ბიძინა ივანიშვილს “მოსწყინდა” ირაკლი ღარიბაშვილი და უმალ დაიწყეს ფიქრი შესაძლო კანდიდატურებისთვის თავით უკანალში ძვრომაზე.
განზრახ არ დავასახელებ “შემცვლელის” ვინაობას.
ვერ ეღირსებით!
ირაკლი ღარიბაშვილი ზვიადის მერე ( თუმცა, ზვიადელების დიდი ნაწილი განაცდა) პირველი ქართველი მმართველია, ვისშიც ქართული სული მეფობს, ვისთვისაც უპირველესი ქართული ეროვნული ცნობიერება და ინტერესია.
სწორედ, რომ საამაყო ქართველი, მეცენატი, საქართველოს ფაშიზმისგან მხსნელი ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს კვლავ გიენების ხელში
საქართველოს აღმოჩენას.
ტყუილად ხარობთ, ირაკლი უყვარს საქართველოს!