გუგა აბაიშვილი: როდესაც ასეთ უსისხლო, ლეშიჭამია სვავებთან ერთად გიწევს ცხოვრება, გინდა თავი შეიკავო, მაგრამ..
მთელ მსოფლიოში, როდესაც ამხელა უბედურება ხდება, ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი ერთიანდება, გლოვობენ, დახმარების ხელს უწვდიან ერთმანეთს, ადამიანურად განიცდიან ამხელა ტრაგედიას…
და რა გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენ პატარა ქვეყანაში, ხედავ “ადამიანებს” , რომლებიც ასეთი ტრაგედიით საზრდოობენ. იმის მაგივრად დადუმდნენ, ცდილობენ რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ…
მაგრამ რა გინდა გააკეთო, როდესაც ასეთ უსისხლო, ლეშიჭამია სვავებთან ერთად გიწევს ცხოვრება, გინდა თავი შეიკავო, მაგრამ გიჭირს, იმიტომ რომ ყველანაირ ზღვარს სცილდება მაგათი არაადამიანობა.
ამ მთავრობამ კიდევ, კეთილი ინებოს და მიიღოს კანონი ცილისწამებაზე, თორე ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ეს იყო ბოლო წვეთი, რაც ამ ლეში ჭამია მანიაკებისგან ვითმინეთ.
გუგა აბაიშვილი, ფეისბუქი