18 თებერვალი 2025

ნინო ჯღარკავა: მოგივარდებით იმ კონცერტებზე და ქეჩოთი გამოგათრევთ!

ჟურნალისტი და “იქს-ნიუსის” დამფუძნებელი ნინო ჯღარკავა, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს და მუსიკოსს, ნიკოლოზ რაჭველს და მის “და-ძმებს” კონცერტზე მივარდნით და ქეჩოთი გამოთრევით ემუქრება.

  • ” ხვალიდან იმედია ნიკა რაჭველები ,სტეფანეები და ძმანნი და დანი მისნი , თავისით იტყვიან უარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებზე ,არ ჩაიჯიბავენ ათი ათასებს საძულველი მთავრობისგან ,არ იტყვით თქვენი ნებით და მოგივარდებით იმ კონცერტებზე და ქეჩოთი გამოგათრევთ ,მორჩა თმენის ვალდებულებაც კოჰაბიტაციც, თქვენც არ მყავდეთ გერშვინები და ფრედი მერკურები აქ! ‘- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.