7 ოქტომბერი 2024

კაკულია: ვხედავ, როგორ იწვის კრემლის ვარსკვლავები!

ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქე, დამსახურებული ნათელმხილველი ლელა აკაულია ფანტასტიკურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს. მისი “ხილვით” 50 კოსმიური ლეგიონი ფეხზე დგას, ერთი ხელის აქნევა და მთელ რუსეთს წალეკავს. კაკულია ირწმუნება რომ ნათლად “ხედავს” როგორ იწვის კრემლის ვარსკვლავები.

ხორველა პოლიტიკოსების მიერ ერის ტრაგედიით მანიპულირება ახალი არ არის., მაგრამ როცა ეს “პატივსაცემი” დედაკაცი ასეთ სისულელეებს როშავს და თან ახალი ტრაგედიით იმუქრება , უკვე მეტისმეტია.

✅️ 2023 წელი, 6 აგვისტო

  • ამ წუთას ვხედავ სერიოზულ შეტევას პოლონეთზე — ბომბს ჩამოაგდებენ. უკრაინა კი ბომბს კრემლს ესვრის და ვხედავ, როგორ იწვის კრემლის ვარსკვლავები. ( აი, შენ დაგეწვა სარაია )
  • აქ ლუკაშენკოს შეშინებულ სახეს ვხედავ. ის წინ აღუდგება პუტინს და გადაწყვეტს, რომ ბრძოლა გამოუცხადოს. საქართველო დაავიწყდებათ — ევროკავშირის ქვეყნებზე გადაერთვებიან. საქმეში ამერიკაც ჩაერევა. ამ დროს კი საქართველოს რთული პოლიტიკური თამაშებიდან ძვრება.
  • ვხედავ, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, ( არ ეშვება) 50 კოსმიური ლეგიონი ფეხზე დგას. ერთი ხელის აქნევა და მთელ რუსეთს წალეკავს მეწყერივით, როგორც შოვი წალეკა. და ეს იქნება პასუხი მათთვის, ვინც შოვის ტრაგედია საქართველოს ანტირუსული განწყობის სასჯელად გამოაცხადა.
  • ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში — ეს გომბორია! იმაზე მეტი მიწა წყდება, ვიდრე შოვში მოწყდა, მაგრამ კახეთი გადარჩება — სასწაულებრივად გადარჩება!!! უზარმაზარი ენერგია მოდის კოსმოსიდან და ამ ყველაფერს აჩერებს. ნეტავ, ჩემი თვალით შეგახედათ და დაგანახათ ეს სასწაული…”- წერს თუ უწერენ ლელა კაკულიას სახელით არსებულ ფეისბუკის გვერდზე.