თაკო 7 ცხენოსნით -კორუფციონერების რისხვა!

დღეს, რუსთაველეზე პარლამეტის წინ მთელი 7 მოქალაქის მონაწილეობით გრანდიოზული აქცია ჩატარდა სახელწოდებით ” ტალახში ჩარჩენილი საქართველოს სოლიდარობისათვის”. აქციის ორგანიზატორი, პოლიტიკურ წრეებში “ქართლის დედად” წოდებული გიჟფატიმა თაკო-თამარ ჩარკვიანი გახლდათ.
- ‼️🙏🩶 აქცია “სოლიდარობა ტალახში ჩატოვებულ საქართველოს”
- ‼️🇬🇪მეგობრებო და არამეგობრებო! წინ მძიმე ღამე გვაქვს, არ დავუშვათ მთავრობამ კიდევ ერთხელ გვითხრას, ბოდიში ღამეა, სამაშველო ოპერაციას განათების, ვერტმფრენის არქონის გამო კიდევ ერთხელ ვწყვეტთო.
- საქართველოს მოქალაქეებო, გამოვიდეთ დღეს, 19 საათზე, რუსთაველზე, მთავრობის სახლთან, “კანონი და სამართლით” დავიცვათ ჩვენივე ღირსება და თავმოყვარეობა‼️
- მე ჩემი თანამოაზრეებით იქ ვიქნები, ეს ხომ არ არის პარტიული არჩევნები ბატონებო?! მოქალაქეობრივი პოზიცია და სოლიდარობა გამოვხატოთ!
- ტალახში კვდება და იხრჩობა ამ კორუფციონერების გამო ჩვენი მომავალი! დღეს, რუსთაველზე განურჩევლად ყველა!
- მკვდრები ხომ არ ვართ?!! მაშ, მოვითხოვოთ, მოვთხოვოთ მკაცრად პასუხი ამ კორუფციონერებს!!!!!
- დღეს, 19 საათზე რუსთაველზე. სოლიდარობა ჩვენს, ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!”- დაწერა თაკომ და მთელი 7 ცხენოსნით “დაიცვა” მისთვის არ არსებული ღირსება და თავმოყვარეობა.