საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ირაკლი ზარქუა: დეგნანმა უფრო გააღრმავა პოლარიზაცია არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით – თბილისი 24
20 მაისი 2024

ირაკლი ზარქუა: დეგნანმა უფრო გააღრმავა პოლარიზაცია არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამერიკის მეფისნაცვალს კელი დეგნანს ქართულ პოლიტიკაში უსამართლო , არაჯანსაღ ჩარევებში ადანაშაულებს. ელჩს ზღაპრების მოყოლაში და ქვეყნის გაშავებაში სდებს ბრალს.

ზარქუა დეგნანს ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების წინსვლის შეფერხებაზე აკისრებს პასუხისმგებლობას.

ქართულ – ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში კელი დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ – მან უფრო გააღრმავა პოლარიზაცია მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით”, – აცხადებს ზარქუა.

  • “ვისურვებდი, საელჩოს წარმომადგენლები, როცა ევროპარლამენტარები ჩემს ქვეყანას ასე ურცხვად უტევდნენ და რომელშიც ფული იყო გადახდილი, გამოსულიყვნენ და დაეგმოთ, ეთქვათ, რომ ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.
  • სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ – ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ, მან ვერ გაართვა თავი სამწუხაროდ, პირიქით, მან შეძლო, მოახერხა და პოლარიზაცია უფრო გააღრმავა ქართულ საზოგადოებაში მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით. ეს პირდაპირ უნდა ითქვას!
  • მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სააკაშვილის ოჯახი მილიონებს იხდიდა, რომ ევროპარლამენტარებს ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ, კითხვა ელჩს რომ დაუსვეს ამაზე, არ ვიცი, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობო, ეს არ არის სწორი, ადეკვატური მიდგომა. პირიქით, ის უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ქართული დემოკრატიის რეფორმების შედეგების, მიღწევების დამცველი. სენატორებიც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანას აშავებდნენ და სააკაშვილზე რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ, “- განაცხადა ზარქუამ.