7 დეკემბერი 2024

მას თუ რამე მოუვა,ვერც წარმომიდგენია რა დაემართება საქართველოს!

მიხეილ სააკაშვილის საქმე არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი, ეს არის პოლიტიკური, თუ მას რამე მოუვა, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა დაემართება საცოდავ საქართველოს, რადგან ის არის ჩვენი მომავალი ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის და ნატოს წვრობა უნდა და კანდიდატის სტატუს ელოდება, ასე არ უნდა ექცეოდეს ყოფილ პრეზიდენტს.

დეკანოიძემ, სიტყვით გამოსვლაში, რუსეთის აგენტებად მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი და თქვა, რომ რაც სააკაშვილის წინააღმდეგ ხდება, კარგად აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების ნამდვილ სახეს.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და ბოროტი რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, მიშა იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ძალიან ღიად უთხრა ყველას და გააფრთხილა, რომ თუ ახლა არ იქნება რეალური სანქციები პუტინის და რუსეთის წინააღმდეგ, შემდეგი იქნება უკრაინა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს, რადგან მაშინ მისი გუნდის წევრი ვიყავი.

  • რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხდება, კარგად აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების არსს.
  • ვის აქვს ძალაუფლება საქართველოში დღეს? ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი ფული გამომიმუშავა რუსეთში, ის არის რუსეთის აგენტი საქართველოში და მისი ხალხი, რომელიც ახლა ქართული ოცნების სახელით არიან, ასევე არიან რუსეთის ფედერაციის აგენტები.
  • ბოლოს სააკაშვილი დეკემბერში ვნახე, რადგან მასთან შესვლის უფლებას, როგორც პარლამენტის წევრებს არ გვაძლევენ, ჩვენ ამის უფლებას გვაქვს, ეს ერთი, მეორე, ჩვენ გვაქვს უფლება ვნახოთ დაპატიმრებული ადამიანი, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტი. მე პირადად მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, შეეშვათ უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან, რათა ენახა და დალაპარაკებოდა წმინდა მიხეილს.

ჩვენს ქვეყანას უნდა ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს, ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამ დროს ასე ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს“. – თქვა ხატია დეკანოიძემ.