15 თებერვალი 2025

კიევში მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა დაფუძნდა

  • “დღეს კიევში დაფუძნდამიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა”. სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მეც მომეცა. მიშას და მისი პატიმრობის შესახებ უკვე ყველაფერი ნათქვამია, სალაპარაკო ახლა უფრო იმაზეა, თუ გამოსავალი რაშია. ამ მიმართულებით ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად უკავშირდება თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციებს. საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ამ ორი ქვეყნის ეფექტიანობაზე პირადად მე მაღალი წარმოდგენის ვარ, მთავარია სურვილი და მონდომება” – წერს “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.