ბიბი მესამედ დაბრუნდა
სამშაბათს ისრაელში მეხუთე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ბოლო 3,5 წლის განმავლობაში. აქტივობამ 71,3% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 2015 წლის შემდეგ.
პარტია ლიკუდმა, რომელსაც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, 32 ადგილი მოიპოვა და შესაძლოა, თავის ტრადიციულ პარტნიორებთან ერთად მმართველი კოალიცია შექმნას.
მმართველმა პარტიამ Yesh Atid-მა პარლამენტში 24 ადგილი მიიღო, 14 ადგილი აქვს ულტრამემარჯვენე “რელიგიური სიონიზმის” ბლოკს, 12 ადგილი -ბლოკს “სახელმწიფო ბანაკი” და 11 ადგილი” ულტრა-მართლმადიდებლურ პარტიას-შასს
კიდევ ხუთი პოლიტიკური გაერთიანება შეძლებს ათზე ნაკლები პოლიტიკოსის მოყვანას ქნესეტში: ულტრარელიგიური იაადუტ ჰატორა (7 ადგილი), ისრაელის ჩვენი სახლი (6 ადგილი), არაბული რაამის პარტია (5 ადგილი), არაბული პარტიები. ჰადაშ-ტაალი“ (5 ადგილი), მუშათა პარტია „ლეიბორისტები“ (4 ადგილი).
ექსპერტები თვლიან, რომ ნეთანიაჰუს შეუძლია შექმნას მემარჯვენე-რელიგიური კოალიცია 64 დეპუტატისაგან და მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა უკვე დაურეკა ოპოზიციის ლიდერ ნეთანიაჰუს და მიულოცა მას არჩევნებში გამარჯვება, განაცხადეს მთავრობის მეთაურის ოფისში.
ბენიამინ (ბიბი) ნეთანიაჰუ ქვეყნის ისტორიაში პრემიერ მინისტრის პოსტს ყველაზე დიდხანს იკავებდა – 15 წელი და 3 თვე (1996-1999 და 2009-2021 წლებში).