თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!
გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, პირდაპირ განაცხადეს ისიც, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
- ნატო უსაფრთხოების გარანტია და ჩვენ ამიტომაც მივისწრაფვით იმისკენ, რომ მათი წევრი გავხდეთ. ნატო-ში თქვეს, რომ ისინი მესამე მსოფლიო ომს ვერ დაუშვებენ და არ სჭირდებათ უკრაინა.
- ჩვენ, საქართველო, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რათა ზედმეტი მოლოდინი არ შევქმნათ და ჩვენს ეროვნულ მიზანს თანმიმდევრულად მივყვეთ.
- მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს გეგმას და სწორ დროს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.
- იმით, რომ ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნით წარმოჩინდა, საქართველოს არაფერი დაუკარგავს. ამის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა.
- დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას არავის ვუსურვებდი. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იბრძვიან აგრესორის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.