ორბანი: უკრაინამ სუვერენიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა
უკრაინამ სუვერენიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დასავლეთის სახელმწიფოები, პირველ რიგში შეერთებული შტატები, განსაზღვრავენ,მისი სახელმწიფოებრიობის გაქრობა მხოლოდ დროის საკითხია,– ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან საუბრისას განაცხადა.
უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე ორბანმა განაცხადა:
- „ამერიკელებს რომ ეს სურდეთ, ხვალ დილით მშვიდობა იქნებოდა. რატომ არ სურთ მათ ეს? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ნატო-ს სამიტზე ვერ მივიღეთ”, – განაცხადა ორბანმა.