საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ადვოკატი: ბაჩიაშვილს პირადად ივანიშვილი დაემუქრა და სასტიკად დააშინა – თბილისი 24
20 მაისი 2024

ადვოკატი: ბაჩიაშვილს პირადად ივანიშვილი დაემუქრა და სასტიკად დააშინა

მეცენატ ბიძინა ივანიშვილის ქონების ქურდობაში ბრალდებულ   გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი აცხადებს, მისი კლიენტი , ადამიანი, რომელიც ერთგულია უკრაინელების მხარდაჭერის „სასტიკად დააშინეს“ . ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილს  პირადად ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ  „ის სოციალურ ქსელში გაკეთებული  პოსტებისთვის ფასს გადაიხდიდა“.

 „ სოციალური მედიის პოსტების და განცხადებების შემდეგ, რომელიც ჩემმა კლიენტმა გააკეთა, მას დაუკავშირდნენ და სასტიკად დააშინეს და უთხრეს, რომ ის ფასს გადაიხდის არამხოლოდ ამ კომენტარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რაც იყო დანახული ჩემი კლიენტის პროდასავლური კომენტარებიდან.ჩემი კლიენტი განათლებულია, ღრმა სოციალური შეგნება აქვს და  ერთგულია უკრაინელების მხარდაჭერისა. რაც შეეხება გირაოს ოდენობას, ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ეს მიუღებელია, „ – აღნიშნა ამსტერდამმა.

  • „ჩემი კლიენტი ბრწყინვალე პიროვნებაა, კარგად განათლებულია, ღრმა სოციალური შეგნება აქვს, ერთგულია უკრაინელების მხარდაჭერისა, ეს არის სოციალური სინდისის საკითხი. თუ მის ასაკს პატრიოტიზმს დავუმატებთ, ყველას მოსწონს გარდა ივანიშვილისა, რომელიც ცდილობს დომინანტი იყოს სისტემაში და ამას ხედავს როგორც საფრთხეს“, – აღნიშნა რობერტ ამსტერდამმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის წინაშე აღებული ვალდებულება და შედეგად მიითვისა 8,253 ცალი ბიტკოინი, რომელთა ღირებულებაც მითვისების პერიოდში $39 მილიონი დოლარი იყო. (ამჟამად $258 მლნ). საქმეზე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

წყარო: https://bm.ge/ka/article/chems-klients-piradad-ivanishvili-daukavshirda-da-utxra-rom-is-fass-gadaixdida-postebistvis—bachiashvilis-advokati/138238