საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" აფხაზეთს და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობა გაფორმდა – თბილისი 24
20 მაისი 2024

აფხაზეთს და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობა გაფორმდა

ვლადიმირ პუტინმა “რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი შესაბამის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

  • ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების მიხედვით,თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება ისე შეეძლებათ, რომ “აფხაზეთის მოქალაქეობაზე” არ თქვან უარი. იგივე შეეძლებათ რუსეთის მოქალაქეებსაც.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ პირები, რომლებმაც 2008 წლის 26 აგვისტოდან დღემდე “აფხაზეთის მოქალაქეობა” შეინარჩუნეს. ამასთან, მოქალაქეები, რომლებმაც, ერთი “ქვეყნის ჯარში იმსახურეს”, მეორეში გაწვევისგან თავისუფლდებიან.