საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ქურდბაცაცა ბაჩიაშვილის ქონება დაყადაღებულია! – თბილისი 24
20 მაისი 2024

ქურდბაცაცა ბაჩიაშვილის ქონება დაყადაღებულია!

მეფის კარზე ერთხანს ერთ-ერთი პირველი ვეზირი დიდი ოდენობით ბიტკოინების ქურდობაშია მხილებული.

“თანაინვესტირების ფონდის” მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის ქონება დაყადაღებულია – ამის შესახებ BMG-ის ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყადაღა ადევს ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, ასევე ყადაღა დაედო მისი მშობლების საკუთრებაში არსებულ ქონებასაც.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩევლის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება კიდევ ერთი მუხლითაც დაიწყოს, რაც “მტკვარი ჰესის” მშენებლობას უკავშირდება.

ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმე იმაშია, რომ “თანაინვესტირების ფონდს” “მტკვარი ჰესის” მშენებლობის ღირებულება $100 მილიონი დოლარით გაეზარდა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ პროექტის გაძვირება გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან არასწორმა მენეჯმენტმა და თანხების მითვისება/გაფლანგვამ განაპირობა.

პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

ცნობისთვის, 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

რამდენ მედროვეს თავზე აღიმართება კიდევ დამოკლეს მახვილი ყვითელი მდინარის პირას მჯდომამრეთ დრო და სამართალი გვაჩვენებს.