ჰოდა, თქვენ,კოლექტიურო ფაშისტებო, ბებიები და ბაბუები გყავთ???
სად არის ჩემი საქართველო ანუ ერთი ვითომსიუჟეტის ამბავი
მოდით, დავიწყოთ ამგვარად:
როინ მეტრეველი, დაბადებული 1939 წელს, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976).
მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა. მისი რედაქტორობით გამოიცა 100-მდე წიგნი და ნაშრომი.
მისი ძალისხმევით უნივერსიტეტმა ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა.
აღდგა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოც.
ბექა ყორშია – 28 წლის, დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბისტიკის მიმართულებით.
ერთი წელი სწავლობდა ქუვეითის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, ერთი წელი ისწავლა კაიროს უნივერსიტეტში. გაიარა სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არის “მთავარი არხის” ჟურნალისტი…
ჰო, რა ვიცი, ადამიანის გაკეთებულ საქმეებზე ბიოგრაფიები მეტყველებენ ხოლმე, ასე მგონია, ან აქამდე ასე მეგონა, თურმე…
მაგრამ რა მგონია მე, ანუ ჩემი შეგრძნებები აქ მთავარი სულაც არაა, ამიტომ გვერდზე გადავდებ.
რამდენიმე ხნის წინ ჰიზერ მორისის დიდებული ნაწარმოები “აუშვიცის ტატუისტი” წავიკითხე. იმ წიგნებიდანაა, დახურვა რომ მენანება ხოლმე და ყდას დიდხანს ვეფერები… და ის, რაც დღეს ჩემს სამშობლოში ხდება, ათასგზის უარესია იმაზე, რაც ფაშისტურ ევროპაში (დიახ, ევროპაში რადგან არ დარჩენილა ევროპული სახელმწიფო, ნაცისტებს რომ არ დაეპყროთ) ხდებოდა ებრაელების მიმართ.
დიახ, არ მოგატყუათ თვალმა: ათასგზის უარესია.
ავხსნი ახლავე:
სიღრმეებში არ წავალ, მაგრამ ყველამ თუ არა, უმეტესობამ მაინც ვიცით რამ და ვინ შეუწყო ხელი 2003 წლის ე.წ. “ვარდების რევოლუციას”. ისიც ვიცით, რა გარიგებები იყო შევარდნაძის ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის. ფაქტია ისიც, რომ სინათლის წყარო თუ არ იქნებოდა ქვეყანაში, სააკაშვილი ვერ გააჩენდა, ანუ ლოგიკურად, მომზადდა სიტუაცია ისე, რომ მიშა მოსულიყო, ოღონდ მოსულიყო ვითომ ხალხის დაკვეთით… თუმცა ხალხი ამ ჩვენმა ნამაღლარმა ფეხებზე დაიკიდა და ის აკეთა, რაც აკეთა, ანუ კარგად მოირგო ქვეყანა, დიახ, მოირგო და მოარგო თავისიანებს, დღემდე ხბოს აღტაცებაში მყოფებს…
მაშინ იყო სწორედ, ჩარეცხვები რომ დაიწყო. საბჭოთა გადმონაშთები რომ უწოდა ადამიანებს, 40-ს გადაცილებულებო სამსახურებიდან რომ გაათავისუფლა, არასასურველი მოსამართლეები რომ მოიშორა, კულტურის მინისტრად ნიკა რურუა რომ დანიშნა და სტურუა თეატრიდან რომ გაუშვა. ბოზები, ქურდები, უვიცი ძმაკაცებ-დაქალები და ნაშები თანამდებობებზე რომ დასვა და თავი ელიტად აგრძნობინა.
ელიტა – მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებსაც უკავიათ წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, თავდაცვა და სხვ.
თუმცა არ იცოდნენ და არ იციან ამ უგუნურებმა, რომ ელი უფლის ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელია. უფლის ნათელით გამორჩეულ კი არის ელითა, ანუ ელიტა – უფლის ნათლით გამორჩეულიო…
მაგრამ ახლაც რას ვწერ, რა ნათელი, რომელი უფალი…
რა არის ჟურნალისტიკა? წლების წინათ, მაშინ ჯერ კიდევ ჩემს მეგობარ ია ანთაძესთან ტრენინგების კურსებს ვესწრებოდი რეგიონის ჟურნალისტებთან ერთად და სწორედ იმ პერიოდში შევიმუშავეთ ერთობლივად ჟურნალისტის ეთიკის კოდექსი. დიახ, შევიმუშავეთ და მეც მაქვს ამ კოდექსის მიღებაში გარკვეული წვლილი შეტანილი.
ამონარიდი კოდექსიდან:
„საზოგადოებამდე სიმართლის მიტანა ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა.
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა ჟურნალისტური კვლევის საიდუმლოდ წარმართვა. კერძოდ, თუ ის ააშკარავებს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის მიღება სხვა გზით შეუძლებელი იყო. საზოგადოებრივი ინტერესი არ ამარლებს სიახლეთა მოპოვების მიზნით ჩადენილ უკანონობას.
ჟურნალისტი ყოველთვის უნდა ასახელებდეს თავის ვინაობას ინფორმაციის წყაროსთან მუშაობისას. ეს პრინციპი შეიძლება დაირღვეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს ეხება და მისი მოპოვება სხვა გზით შეუძლებელია (იხილეთ ზემომოყვანილი მუხლი).
სულ მინდა ხოლმე ვკითხო ქალბატონ იას, რა ბედი ეწია ამ კოდექსს?
დარჩა კი, არის კი ვინმე დღეს ქართულ ჟურნალისტიკაში, ამ კოდექსის მიხედვით რომ ასრულებს პროფესიულ მოვალეობას???
რიტორიკული კითხვაა, ვიცი და პასუხსაც არ ველოდები, პასუხი ისედაც მაქვს, თუმცა მივყვეთ ამბავს:
ის, რაც გუშინ ე.წ. მთავარი არხის ეთერში ე.წ. ჟურნალისტ ბექა ყორშიას მიერ ვიხილეთ, რა იყო? ჟურნალისტის მიერ მოპოვებული საიდუმლო კვლევა? საგამოძიებო ტიპის სიუჟეტი თუ?
არიან ადამიანები, ყორშიას ამ სიუჟეტს უმაღლესი კლასის ჟურნალისტიკა რომ უწოდეს, აღფრთოვანებისაგან პირზე დუჟიც რომ მოადგათ და ტლინკები აყარეს: უჭკვიანესი ყორშიაო.
და რაში მდგომარეობს ყორშიას განსაკუთრებულობა?
ყორშია სხვა სახელითა და გვარით რეკავს 83 წლის ადამიანთან (თავი დავანებოთ აქ ერთ წუთით ამ ადამიანის დამსახურებებსა და წოდებებს) და ატყუებს, ატყუებს მიზანმიმართულად…
ასეთ დროს სულ 70 წელს გადაცილებული ჩემი მარადიული ბაბილინა მახსენდება, ახალგაზრდების ყველა ქცევას გამართლებას რომ უძებნიდა… ვცდილობ, მაგრამ ვერ მოვუძებნე გამართლება ამ ე.წ. ჟურნალისტის ქცევას, რადგან მე ჩემი მორალური კოდექსი მაქვს და ეს კოდექსი ასეთი ქცევებისგან მუდმივად მიცავს, თორემ დაზღვეულები არაფრისგან ვართ ადამიანები.
(აქვე ყორშიასა და მის მსგავსთა გასაგონად: დიახ, მე 1976 წელს დავიბადე და რაღაც პერიოდი მომიწია საბჭოეთში ცხოვრება, ჩემში საბჭოეთისადმი ზიზღი მას მერე გაჩნდა, რაც ბებიაჩემმა კისერზე ჯვარი დამაბნია, სულ დაგიცვსო, ხოლო სკოლის დირექტორმა ჯვარი დამინახა და მოიხსენიო, მიმითითა… ქრისტეზე მეტი და აღმატებული არც 10 წლის გოგონასათვის იყო ვინმე და ახლა – მით უმეტეს…).
- განსხვავებულად მოაზროვნეების დევნა, მათი დაცინვა, აბუჩად აგდება და დამცირება – 2003 წლის „რევოლუციის“ მოტანილი ქმედებები და „რევოლუციის“ მომწყობთა და მიმდევართა ხელწერაა, მორალისგან თავისუფალ ადამიანთა ხელწერა, რომლებიც თვლიან, რომ აქვთ მხოლოდ უფლებები და არა – მოვალეობები!
თავისუფლება? თავისუფლება აღვირახსნილობა არაა. არც პროფესიონალიზმია 83 წლის ადამიანის მოტყუება პირდაპირ ეთერში და მისი სახელი ქილიკის საგნად ქცევა. მაგრამ, როგორც ჩანს, ფუნდამეტური განსხვავებაა აქაც და არ ვაპირებ შევჩერდე ერთის ან მეორის ჩემეულ განმარტებაზე…
უბრალოდ, მინდა ვიკითხო: გავიგე, რომ არ მოგწონთ, არ მოგწონვართ, არ გინდათ, არ გინდივართ, მაგრამ ნუთუ კრიტიკაც არ შეგიძლიათ ისე, რომ საკუთარი ადამიანური ღირსებები წარმოაჩინოთ? ცხადია, თუ გაქვთ ასეთი ღირსებები…
დათო ტურაშვილს წარსული გაუხსენეს და ცუდად გახდაო…
გიორგი კეკელიძეს თავის მოკვლა მეორედ აფიქრებინესო…
ჯერ იმ კაცის რა ვთქვი, საქვეყნოდ რომ ივიშვიშებს, აი, ცუდად გამხადეს, ნახეთ, რა დღეში ვარო და მერე: როინ მეტრეველი ადამიანი არაა? თუ როგორაა მანდ საქმე, საბჭოთა წარსული აქვს და სულერთია რა მოუვა?
ზემოთ დავწერე:
ელი უფლის ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელია. უფლის ნათელით გამორჩეულ კი არის ელითა, ანუ ელიტა – უფლის ნათლით გამორჩეულიო…
უფლის ნათელით გამორჩეულები მიშა და მიშას სექტა არ იყო და არც იქნება…
ჰოდა, თქვენ, აი, თქვენ, კოლექტიურო ფაშისტებო, ბებიები და ბაბუები გყავთ???
პ.ს. სათაურში გამოტანილი კითხვის პასუხად: ჩემი საქართველო იქაა, სადაც ნეოფაშისტები და ჰიტლერიუგენდები ადგილს ვერ დაიმკვიდრებენ!!!
ჟურნალისტი, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ნინიკო მშვიდობაძე