ნიკა გვარამია: ჩემი პატივისცემა როინ მეტრეველს!

მთავრი არხის დამფუძნებელი და დირექტორი, მასჯავრდებული ნიკა გვარამია საპყრობილედან წერილს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
- „ ვგმობ და არ ვიზიარებ ჩემი მეგობრის ბექა ყორშიას პოზიციას , მის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს თსუ-ს ყოფილი რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, საზოგადო მოღვაწის , უბრალოდ კარგი ადამიანის და ჩემი უფროსი მეგობრის- როინ მეტრეველის მიმართ.
- ვწუხვარ, რომ ეს იყო ძალიან არაჟურნალისტური ეთიკეტი ბექას მხრიდან და არ ყოფილა შეთანხმებული ჩემთან.
- მიმაჩნია, რომ დღეს, როცა საქართველო 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად იღწვის, ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ხლეჩს და ანაწევრებს საზოგადოებას.
ჩემი პატივისცემა და თანადგომა ბატონ როინ მეტრეველს“- წერს ნიკა გვარამია.