11 სექტემბერი 2024

 „ქართული ოცნების“ – „განაცება“ დღეს  საბოლოოდ გაფორმდა,გრცხვენოდეთ!

დღეს, „ქართული ოცნების“ მცხეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ   მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი აირჩიეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დავით ნოზაძე.

  •   რა გიშლით ხელს ბატონებო, რომ საბოლოოდ ჩამოიხსნათ ნიღბები და ძველ თანამდებობაზე დააბრუნოთ ივანე მერაბიშვილი ან ბაჩანა ახალაია? თქვენ, ისინი  „ ქართული ოცნების“  მცხეთის რეგიონალური ორგანიზაციის დღეს არჩეულ თავმჯდომარეზე , დიმიტრი ზურაბიშვილზე ნაკლები პროფესიონალები გგონიათ?

  თუ, მხოლოდ ისაა, რომ ახალია- მერაბიშვილის „საქმენი საგმირონი“ უფრო  მეტად ნათელია საზოგადოებისთვის და  გადიდკაცებული ყელ- ყურის ექიმის, დიმიტრი ხუნდაძის რეკომენდაციით, ჯერ მცხეთის მერად შეტენილ  , სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის – დიმიტრი ზურაბიშვილის ნამოქმედარი არ ჩანს?

  არ ფიქრობთ,რომ ასეთი  , მარტივად რომ ვთქვათ- გაუაზრებელი გადაწყვეტილელები არ წაადგება და სარგებელს არ მოუტანს თავად “ქართულ ოცნებას“? არ გჯერათ, რომ პირველი ვინც გიღალატებთ და ტყვიას გესვრით, სწორედ ასეთი , დიმიტრი ზურაბიშვილის მაგვარი-  ორტრაკა ადამიანებია?   რატომ ცდით  საზოგადოების თმენის ფიალას? უსამართლობები ხომ  გროვდება და ერთ მშვენიერ დღეს უკან მოგიბრუნდებათ?

  •   იმ ადამიანებს რას ეუბნებით, ვინც 2012 წლამდე თქვენს გამო მცხეთა -მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“  გამარჯვებისთვის თავს წირავდა, ეს ნაძირალა არსება- დიმიტრი ზურაბიშვილი  კი მათ დასდევდა, იჭერდა , ქონებას ართმევდა და  სასიკვდილოდ იმეტებდა?
  • ნუთუ, მხოლოდ ე.წ. „ყინწვისის საქმის“ პოლიტიკური ისტორია არ კმარა? ვინმეს სჯერა, რომ ამ შეკერილ  საქმეში მცხეთა- მთიანეთის მხარეში, მაშინ ჯერ კონტრდაზვრევის უფროსად , შემდეგ მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსად, ბაჩანა ახალიას მიერ გამწესებული ერთგული კადრი  , დიმიტრი ზურაბიშვილის ხელი არ ურევია?  

 გრცხვდენოდეთ ამ გადაწყვეტილების მიმღებ საზოგადოებას , ამიერად თქვენც,იმავე პასუხისმგებლობის მატარებელნი ხართ, რაც ამ ვაჟბატონს მიუძღვის 2012 წლამდე მცხეთა – მთიანეთის მხარეში!

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

დიმიტრი ზურაბიშვილი

დაბადების თარიღი: 1976 წლის 26 მაისი, მცხეთა

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი

უცხო ენები: რუსული

ვებ-გვერდი: http://mtskheta.gov.ge

ელ.ფოსტა: Dimitri.zurabishvili@mtskheta.gov.ge

მისაღების ტელეფონი: (032) 2 51 32 00

განათლება: 1994-1999 წწ. – სახელმწიფო უშიშროების აკადემია

სამუშაო გამოცდილება:

03.2019-08.2021 წწ – იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

09.2018- 01.2019 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

01.2016-09.2018 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

10.2015- 01.2016 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსი

11.2012-02.2013 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე

  1. 2012 – 11.2012 წწ – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის მე15 დაწესებულების დირექტორი

07.2012- 09.2012 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსი

10.2008- 07.2012 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე

08.2005-04.2006 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვის რეგიონალური დანაყოფების მართვის მთავარი სამმართველოს შიდა ქართლისა და მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე

03.2005- 08. 2005 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფების მართვის მთავარი სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე

01.2005-03.2005 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის უშიშროებისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს II სამმართველოს III განყოფილების უფროსი

10.2004-01.2005 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს

II სამმართველოს III განყოფილების უფროსი

07.2004-09.2004 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს

II სამმართველოს III განყოფილების უფროსის მოადგილე

03.2004-06.2004 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მხცეთა-მთიანეთის განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი.

  1. 2003-02.2004 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს I განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

03.2003- 09.2003 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს I განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი

  1. 1999-01.2003 წწ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს მცხეთის რაიონული განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი