ზელენსკი: რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ!

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ. “არ ვისაუბრებ დეტალებზე, ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად ვიგრძნობთ”. – აცხადებს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“.
ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ. ამის შესახებ განცხადება ასევე გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
- „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ. უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, არ ვისაუბრებ დეტალებზე, ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად ვიგრძნობთ.
- უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი, მე ყოველდღიურად ვუკავშირდები ჩვენს მეთაურებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ასე გადაეცით პუტინს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.