საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ყველაზე საზიზღარი წოდება – გახარისტი! – თბილისი 24
8 მაისი 2024

ყველაზე საზიზღარი წოდება – გახარისტი!

საერთოდ არავის დააინტერესდებოდა მსგავის მაწაუკების არსებობა, რომ არა მათი სტატუსი და თანამდებობრივი მდგომარეობა.

ვინმე ანა ბუჩუკური, (დაბ.1990.წ) , ქართველი ე.წ. პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახური) უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს ნეოფაშიზმისგან გამთავისუფლებელს, განადგურებისგან მხსნელს და ფაქტობრივად გადამრჩენელს, მეცენატ ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს და მიწასთან ასწორებს.

რათმაუნდა , ვერსად ნახავთ ამ არსების ვერც ერთ პროტესტს, 2011 -2012 წლებში, როდესაც ის სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გახლდათ და არაფერი ესმოდა სასჯელაღსრულების სიტემაში განუკითხაობის, ბიზნესის რეკეტის შესახებ და ა.შ,

მერე რა, გაუჩარხეს ახალი “ხოდები” მისნაირვე მაზაკვალ გახარიასთან და ჰოი, საოცრებავ 2017-2018 წლებში ჯერ შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა, 2018-2019 წლებში შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და უფრო მეტიც, 2020 წლიდან “კანონმდებლობა” მოინდომა – საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“!

ეხლა გეკითხებით, თქვენ პატიცემულო საქართველოს პრემიერო, მინისტრებო თუ დეპუტატებო, მერებო თუ გამგებლებო… გეკითხებათ უბრალო, ჩემსავით რიგითი, მოკვდავი საზოგადოება,
როცა, ასეთი ადამიანის მსგავსი არსებები უხვად გიყრიათ (სხვა სიტყვა უადგილოა უბრალოდ!) უწყებებში, კარგავენ თუ არა სამსახურს ან საკუთარი კარიერული ამბიციების გამო, ათასგვარ სისულელეში გდებენ ბრალს, ცილს გწამებენ, პირდაპირი მნიშვნელობით დედებს გაგინებენ, ამავდროულად მართლა ერთგული ადამიანები, ისინი ვინც თქვენი თბილი სავარძლებისთვის ( სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ასე ჩანს!) საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ , დათმეს კარიერა, უზურნველი ცხოვრება, დღეს, ლუკმა-პურის საშოვნელად ქუჩებში მიტოვებული გყავთ, ამ ხროვის დასაცინი გახადეთ, როგორ გინდათ “ივერიის გაბრწყინება” და “ნათელი ევროპული მომავლის” შენება? როგორ გინდათ ამ უსამართლობის შემხედვარე ერთგული ადამიანების კიდევ ერთხელ “დაბოლება” ? ფიქრობთ, ისევ ახალ ზღაპარს შეთხზავთ 2024 ” მიშა მოდის” მსგავსად? არაა საკმარისი 11 წელი დასკვნების გამოსატანად?