მსოფლიოში სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ არსებობს!

“სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან ახლო ცნებებია. უბრალოდ, მსოფლიოში სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ არსებობს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
- “ყველა, ძალიან დიდი და პატარა ქვეყნები, თანამედროვე სამყარო ურთიერთდამოკიდებულების სამყაროა. შეხედეთ რა ხდება, ვთქვათ, დასავლეთ ევროპაში. იქ ევროპარლამენტი იღებს უფრო მეტ გადაწყვეტილებას, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრისთვის, ვიდრე სსრკ უმაღლესი საბჭო იღებდა თავის დროზე ოდესღაც საკავშირო რესპუბლიკებისთვის, რა არის ეს, დამოუკიდებლობა? – იკითხა პუტინმა.
მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა, ისეთი სამხედრო ალიანსების დამოუკიდებლობა, როგორიცაა ნატო.
- „თქვენ გგონიათ, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას სურს, რომ ამერიკული საშუალო რადიუსის რაკეტები გამოჩნდეს ევროპაში? დიახ, არავის არ უნდა, მაგრამ სხედან და ჩუმად არიან. სად არის მათი სუვერენიტეტი?
- მაგრამ, როგორც ჩანს, რომ საბოლოო ჯამში, ისინი ზოგადად დაინტერესებულნი არიან ისეთი ორგანიზაციით, რომელშიც თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილი ჩადეს“, – განაცხადა პუტინმა.