სააკაშვილი: არ გვჭირდება რუსეთის დაბრუნებული აფხაზეთი და ოსეთი
პუტინის ტყვე მხედართმთავრის თქმით, მან პუტინს მრავალჯერ შეთავაზა საქართველოს დათმობა ( ევროკავშირში გაწევრიანება) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე, თუმცა უარი მიიღო. დღეს კი მსგავსი შეთავზების დრო არ არის.
- – ” ჩვენ არც კი უნდა გავივლოთ აზრად რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების შესახებ.
ხედავთ რა მზაკვრულ ტაქტიკას მიმართეს? - ერთის მხრივ უკრაინის ოკუპაციას ახდენენ და აგრესორები არიან, მეორეს მხრივ მშვიდობისმყოფელებად გვევლინებიან და აიძულებენ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობებს საქართველოსთან ერთად შექმნან ფედერაციული სახელმწიფო, რათქმაუნდა თავიანთი პროტექტორატის ქვეშ.
- მჯერა, რომ ამ მზაკვრულ იდეას მსოფლიო თანამეგობრობა არ დაუშვებს . ეს იქნება საქართველოს საბოლოო დასასრული.
- სჯობს, უარი ვთქვათ საქართველოს ამ ისტორიულ მიწებზე და ისე გავხდეთ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი, ვიდრე გამთლიანებული დავემონოთ ოკუპანტს, ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.