ყირიმის სახელმწიფო საბჭომ ოლიგარქებისა და ზელენსკის ბინის ნაციონალიზაცია მოახდინა

ყირიმის პარლამენტი (სახელმწიფო საბჭო) უკრაინელი ოლიგარქების ქონებას, მათ შორის ვლადიმერ ზელენსკის ოჯახის ქონებას ლივადიაში ნაციონალიზაციას მოახდენს, განაცხადა ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.
- „დღეს ჩვენს სხდომაზე გვაქვს ქონების კიდევ ერთი პარტია – დიდი მარნები, საბანკო სტრუქტურები, ნარკომანი ზელენსკის ბინა და ყველა სხვა ქონება, ვინც ხელს უწყობს ტერორისტულს რეჟიმს უკრაინაში. როგორც დაგპირდით, რუსეთის მტრები რუსულ ყირიმში ვერ გამოიმუშავებენ“, – განაცხადა აქსიონოვმა ტელეგრამის თავის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
2019 წლის უკრაინაში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს, ზელენსკის შტაბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ელენამ უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად 2013 წლის აპრილში იყიდა ქონება ყირიმში, სანამ ნახევარკუნძული რუსეთს დაუბრუნდებოდა.
მანამდე ყირიმის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კიევის ხელისუფლებასთან დაკავშირებული რიგი უკრაინელი ოლიგარქების ქონების ნაციონალიზაციის შესახებ და რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების ჩადენის შესახებ.
მათ შორის არიან რინატ ახმეტოვი, იგორ კოლომოისკი, არსენი იაცენიუკი, ნესტორ შუფრიჩი, სერგეი ტარუტა და სხვები. აქსიონოვმა თქვა, რომ ამ ქონების გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეთა საჭიროებებს მოხმარდება.