რძე და ყველი 22,1 %-ით გაძვირდა
“საქსტატის“ ინფორმაცით, მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდის,წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაძვირებულია ცხოვრება საქართველოში.
ძვირდება ყველაფერი, მათ შორის პროდუქტები, რომლის “არ ნდომა” ბევრად განსაზღვრავს არსებულ რეალობას.
კონკრეტულად: 22,1 %-ით გაძვირებულია რძე და ყველი,
პური 26.1%-ით,
ზეთი 18.3%-ით,
ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით,
კვერცხი- 22.1%-ით.
გაძვირებულია ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), შაქარი,ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.9 პროცენტი); ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.