16 სექტემბერი 2024

ქურქუმალ ხაბეიშვილი: გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა!

სექტანტების კომიკურმა ფიგურამ,  პარტიის დანიშნულმა ლიდერმა  ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას ერთსაათიანი  ვადა მისცა და მოქალაქეებს მგზნებარე სიტყვით მიმართა:  

  • ” მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო:  არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა!  ოღონდ ამას ქართველი ხალხის ერთიანობა, ერთიანი პოზიცია სჭირდება. როგორც გვჩვევია ქართველ ხალხს მძიმე ისტორიულ პერიოდში – მძიმე ისტორიული პერიოდია, როდესაც რუსულ პარტიას ამ ქვეყნის რუსულ გუბერნიად უნდა გადაქცევა, მოქალაქეების 90% კი ურყევად ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა”, – განაცხადა   ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქურქუმალ ხაბეიშვილმა.