8 ოქტომბერი 2024

ზურაბიშვილი: ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა!

კონტრრევოლუციის ჟინით შეპყრობილი ტოქსიკური (ჟ)ოპოზიცია, ე.წ. პრეზიდენტი   ყველა საბაბს იყენებს,რათა ამერიკის სახ.დეპის დავალება შეასრულოს -საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის შესახებ.

ამჯერად, მათი საბაბი- ლავროვის სიძის ძმის ქორწილის მეორე ნახევარის გამართვაა, რომელსაც თითოსდა  აშშ-ს მიერ სანქცირებული ტურისტები მართავდნენ “ყვარლის ტბის” სასტუმროში.

საქართველოს  ე.წ. პრეზიდენტი იმგვარად შეაშფოთა „ კოტიკოს სიძის ძმის ქორწილის ” გამართვამ , რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის, შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება. ე.წ. პრეზიდენტმა დაამშვიდა, დაარწმუნა ” აღშფოთებული ერი”, რომ  “სანქცირებული ოჯახი” საქართველოდან გასულია და ეს მათი,  ქართველი ხალხის გამარჯვებაა!

  • დღევანდელ ინციდენტზე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად , ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“, – განაცხადა ფრანგმა მავნე  პენსიონერმა.