11 ნოემბერი 2024

გიული ალასანია: ხერხემალი სრულიად გადაღუნულია!

საქართველოს დატყვევებული მხედართმთავრის, მიხეილ სააკაშვილის მშობელი დედის, აკადემიკოს გიული ალასანიას განცხადებით, მის შვილს „ ხერხემალი გადაეღუნა“  და  ორგანიზმის “საკვების შეწოვის ფუნქცია” გაეთიშა.

  • „ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით ძლივს მიჩოჩავს დაყრდნობილი. საკვებს იღებს, მჭადსაც ჭამს, ისე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს. პრობლემა ისაა, რომ საკვებს იღებს, მაგრამ როგორც ჩანს,მაგრამ ვერ იწოვს ორგანიზმი“,- განაცხადა საქართველოს დამსახურებულმა აკადემიკოსმა გ.ალასანიამ.