14 ოქტომბერი 2024

5 წლის მანძილზე Green Card საქართველოს 5.772-მა მოქალაქემ მოიგო

ყოველწლიურად  ამერიკული გრინ-კარტის გათამაშებაში საქართველოს 18 წელს მიღწეული მოქალაქეებიდან 110.000-ზე მეტი მოქალაქე იღებს მონაწილეობას.( ამომრჩეველთა 3,16%)

ბოლო 5  წლის მანძილზე (2017-2021 წწ) მონაწილეობის სურვილი გამოთქვა  საქართველოს  605.937 -მა მოაქალაქემ, (საერთო ჯამში ამომრჩეველთა რაოდენობის დაახ.  17,3 %), გაიმარჯვა 5.772-მა მოქალქემ.

სტატისტიკა:

წელი          შეიტანილი განცხადებიდან დაკმაყოფილდა                   მოიგო               %

2017                                    99.351 დან 44.258                                              680              1,54

2018                                    122.109დან 54.098                                            1.195            2,21

2019                                    130.322 დან 56.781                                             867              1,53

2020                                   141.693 დან 61.292                                             1.131             1.85

2021                                  112.462 დან 50.272                                              1.899              3.78

2022                                                                                                                 1.604

2023                                                                                                                  2.071

თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება  ერთ მშვენიერ დღეს, თუ აშშ-ს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას გადაწყვეტს…

მოკლედ, რა არის გრინ კარტა?

მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).

 მწვანე ბარათის ფლობა არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას.

ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი “მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა” აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.

  ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.

გრინ ქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება მარტივია. საკმარისია შეავსოთ გათამაშების ოფიციალური ფორმა.  მოგებულ აპლიკანტებს ბევრი საბუთის შეგროვება და მოსაკრებლის გადახდა უწევთ, თუმცა ფორმის შევსება ოფიციალურ საიტზე და მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. სავალდებულოა გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა, მინიმუმ 11 კლასი; ან გქონდეთ მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში.

გამარჯვებით თქვენ ღებულობთ მხოლოდ გარანტიას, რომ აშშ განიხილავს თქვენს მოთხოვნას იმიგრაციაზე. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებთ თუ არა მწვანე ბარათს, მხოლოდ საბუთების შეგროვების, გასაუბრების და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება. ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეც გაგრძელდეს.

თბილისში აშშ-ს საელჩოში საკონსულო ოფიცერს გაესაუბრებით, სადაც საბოლოოდ გარიკვევა, მიიღებთ თუ არა თქვენ და თქვენი ოჯახი (მეუღლე და შვილები 21 წლამდე) მწვანე ბარათებს. გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, დაახლოებით 60 დღის ვადაში, თქვენ ფოსტით მიიღებთ ე.წ. სავიზო პაკეტს.

— საელჩოში გასაუბრებაზე თქვენ აუცილებლად უნდა დაამტკიცოთ, რომ აშშ-ში ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა გაქვთ; რომ გყავთ სპონსორი ამერიკაში, ან უკვე ნაშოვნი გაქვთ სამსახური, ან გაქვთ საკმარისი დანაზოგი აშშ-ში ცხოვრების პირველი თვეებისთვის.

მოქალაქეობის მიღების პროცესს ნატურალიზაცია ეწოდება და მისი დაწყება გამარჯვებულს მწვანე ბარათის მიღებიდან 5 წლის შემდეგ შეუძლია. ანუ, თუ თქვენ 5 წლის მანძილზე მუდმივი რეზიდენტი იქნებით, წელიწადში მინიმუმ 6 თვეს აშშ-ში დაჰყოფთ და დანაშაულს არ ჩაიდენთ, შეძლებთ გახდეთ ამერიკის სრულუფლებიანი მოქალაქე.

გრინ ქარდის მიღებით საქართველოს მოქალაქის სტატუსს არაფერი ემუქრება.

აშშ-ს სახელმწიფო თქვენ არ მოგცემთ ფულს ან გარანტირებულ სამსახურს. თქვენ იღებთ თავისუფლებას იცხოვროთ, იმუშაოთ და ისარგებლოთ თითქმის ყველა იმ უფლებით და უპირატესობით, რითაც შეერთებული შტატების მოქალაქეები სარგებლობენ.