ხაბეიშვილი: ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მოკლე დისტანციაზე!

პარტიად წოდებული ნაც. სექტა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა შეფმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის პროსპექტზე პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივი და უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს მგზნებარე სიტყვით მიმართა , რუსული პროპაგანდის დამარცხება მიულოცა და „მოკლე დისტანციაზე გამარჯვებამდე“ ბრძოლას დაპირდა.
- „ მინდა დავპირდე თითოეულ თქვენგანს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მოკლე დისტანციაზე. მადლობა, მადლობა და მადლობა ( 3-ჯერ) თითოეულ თქვენგანს.
- ჩემო მეგობრებო, რუსული პროპაგანდა დამარცხებულია. მიუხედავად, პოლიტიკური გემოვნებისა, დღეს აქ ყველა ერთად ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
- ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე, როცა ვხედავთ, როგორ კლავენ მესამე პრეზიდენტს წამებით. ამასობაში, ყველა მოგვიწოდებს, რომ პრეზიდენტის მწამებლებს და მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან.
- აი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია!“ – წაიკითხა დაწერილი ტექსტი მობილური ტელეფონიდან ხაბეიშვილმა.