გიორგი ლაღიძე: დავუშვათ, საქართველოში დაიწყო ომი…
დავუშვათ, საქართველოში დაიწყო ომი…
გვიტევს რუსეთი, ვიგერიებთ, გვიტევს, ვიგერიებთ, გვიტევს ვიგერიებთ..
გადის 1, 2, 3, 4, 5, 6 , 7, 8, 9, 10 დღე.
ამ დროს საგანგებო ბრიფინგი ინიშნება თეთრ სახლში, ნატოში, ევროპარლამენტში გამოდიან დეპუტატები და მშვიდი ხმით ამბობენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულელებებსა და ხელშეკრულებებს, რომ მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ძველ პოზიციებს და შეწყვიტოს ცეცხლი…
ამ დროს საქართველოში იღუპებიან ადამიანები, მწარდებიან ოჯახები, კარგავენ სახლ-კარს..
ოპოზიცია გამოდის, ატარებს ბრიფინგებს, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას და ცივილიზებულ სამყაროს, დადგეს საქართველოს მხარეს…
ამ დროს ჩვენთან ადამიანები იღუპებიან, იღუპებიან, იღუპებიან..
სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგს მართავს მოკლე ქალი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ქმედებებით უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური (სიცოცხლის უფლება) – ამ დროს ჩვენთან ადამიანები იღუპებიან და იღუპებიან…
საერთაშორისო პარტნიორები შფოთავენ, ღელავენ, განიცდიან, მათი გულები და ფიქრები მიმართულია დაღუპული ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისკენ.
და ბოლოს, ჩვენ კვლავ გვეუბნებიან, რომ აუცილებლად გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი..
P.S. – ვინც რუსეთის მონობა დამაბრალოს, იმას დაეცეს მეხი, არგადარჩენის პერსპექტივით!