ვიოლა გერინგი ( ფონ კრამონი): თქვენ ევროპა დააპატიმრეთ!
„აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო ლაზარეს მიმართ, რომელიც დააკავეს, მისი სახით თქვენ ევროპა დააპატიმრეთ! მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის „იმიჯის გამოცალკევება” და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს“, ვფიქრობ, ეს არის მიზეზი რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია, ბევრი ახსნის დრო არ მაქვს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა გერინგმა (ფონ კრამონმა) მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ და მის პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენებენ ფილმებს – „დაუსჯელი დანაშაული“ , და „ქეთო და კოტე „