საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" კარიმ ხანი- პუტინს: ბავშვები უკრაინაში დააბრუნეთ, რაც შეიძლება სწრაფად! – თბილისი 24
20 მაისი 2024

კარიმ ხანი- პუტინს: ბავშვები უკრაინაში დააბრუნეთ, რაც შეიძლება სწრაფად!

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი პუტინს  მოუწოდებს, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები დააბრუნოს. ამის შესახებ მან ბუჩაში United for Justice საერთაშორისო კონფერენციაზე ონლაინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • “ვთავაზობ პირადად პუტინს ითანამშრომლოს,  მოგვაწოდოს რამენაირი ინფორმაცია… თუ ეს ბავშვებისთვის კეთდება… მაშინ, იქნებ, კეთილი ინებოთ ბავშვები უკრაინაში დააბრუნოთ… რაც შეიძლება სწრაფად. პირდაპირ უკრაინაში ან მესამე ქვეყნის გავლით, მაგრამ მიეცით ბავშვებს სახლში დაბრუნების საშუალება”, – განაცხადა ხანმა.

ხანმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიება უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისთან სრულ თანამშრომლობაში გაგრძელდება.

  • “სრული თავდადებით, პატიოსნებით და სრული დამოუკიდებლობით გავაგრძელებთ, რათა სიმართლე მივიღოთ”, – განაცხადა პროკურორმა.