“ქართულ ოცნებას”: ამ ქალის გამო დააწყვიტეთ ნერვები მთელ ქვეყანას?
სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა ,,ქართულ ოცნებას” :
- ამ ქალის გამო დააწყვიტეთ ნერვები მთელ ქვეყანას და ამის გამო დასტრესეთ ხალხი 5 წლის წინათ?
ამის პრეზიდენტობის გამო გამოსახეთ თქვენი თავები მის საარჩევნო ბილბორდებზე? - ამის მაგივრად გრიშა ვაშაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, ამაზე მეტს რას დაგიშავებდათ ან ქვეყანას რას ავნებდა ამაზე მეტს?
დიდი-დიდი, სააკაშვილი შეეწყალებინა და ამას ეს ქალიც მალე იზამს! - თქვენს ადგილას ბოდიშს მაინც მოვუხდიდი იმ ხალხს, რომელსაც მეორე ტურში სრული მობილიზაცია სთხოვეთ და წელებზე ფეხი დაადგმევინეთ!
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი