SOS: საქართველოში ბენზინისა და დიზელის 85,3% რუსეთიდან შემოდის!

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცლებს.
„2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 174,1 ათასი ტონა, რაც 8,4 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (182,5 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 81,8 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 92,3 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 48,3 ათასი ტონა (59%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 32 ათასი ტონა (39,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 1,5 ათასი ტონა (1,8%);
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 148,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 24,6 ათასი ტონა – 14,1%;
ბელარუსი – 0,7 ათასი ტონა – 0,4%;
თურქმენეთი – 0,2 ათასი ტონა – 0,1%;
უკრაინა – 0,1 ათასი ტონა – 0,05%;
ბულგარეთი – 0,1 ათასი ტონა – 0,05%“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.