საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ყვარლის მუნიციპალიტეტი სპორტსმენებს 6 ღონისძიებაზე – 27.000 ლარს გადასცემს – თბილისი 24
27 თებერვალი 2024

ყვარლის მუნიციპალიტეტი სპორტსმენებს 6 ღონისძიებაზე – 27.000 ლარს გადასცემს

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10
2023 წლის 24 მარტი, ქ. ყვარელი

„ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2019 წ., 010250050.35.164.016353), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფულადი ჯილდო გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს და პარასპორტსმენებს.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

„23. სახალხო დღესასწაულების პერიოდში:

ა) გავაზის სახალხო დღესასწაულზე (აღდგომის მე-2 დღეს);

ახალსოფლის სახალხო დღესასწაულზე – „სამებობა“;

ჭიკაანის სახალხო დღესასწაულზე – „კვირაცხოვლობა“’;

9 მაისის – მთისძირის სახალხო დღესასწაულზე;

20 მაისის შილდის სახალხო დღესასწაულზე – „კოხიაობა“ და

28 აგვისტოს – გრემის სახალხო დღესასწაულზე „მარიამობა“–

ფულადი ჯილდო ხუთ წონით კატეგორიაში: 60 კგ, 66 კგ, 73 კგ და 81 კგ-ზე განისაზღვროს შემდეგნაირად: I ადგილი – 375 ლარით, II ადგილი – 250 ლარით, III ადგილი -125 ლარით, ხოლო აბსოლუტური: I ადგილი-625 ლარით, II ადგილი – 500 ლარით, III ადგილი – 375 ლარით.

ფულადი ჯილდო ერთ ღონისძიებაზე განისაზღვროს –4.500 ლარით, ხოლო 6 ღონისძიებაზე – 27.000 ლარით.

ბ) 2 მაისის – კუჭატნის სახალხო დღესასწაულისთვის, ზინობიანის სახალხო დღესასწაულისთვისა და 26 მაისის – სანავარდოს სახალხო დღესასწაულისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ თითოეული სოფლის დღესასწაულისთვის შეძენილ იქნას 27 მედალი; 27 სიგელი და 9 სპორტული თასი.

3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი

„მუხლი 4

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთა/პარასპორტსმენთა ბანერები განათავსოს თვალსაჩინო ადგილებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი