პატრუშევი: საერთოდ დაკარგეს შიშის გრძნობა!
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი „რასიისკაია გაზეტას“ ვრცელ და გამანადგურებელ ინტერვიუს აძლევს მიმდინარე პროცესების და თანამედროვე რუსეთის როლის შესახებ.
- „ მიმდინარე საუკუნეში ევროპაში წამყვანი როლის განსაზღვრა რუსეთს ეკუთვნის და არა შეერთებულ შტატებს!
- აშშ, ბატონობს ევროპაში და იგნორიებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ისტორიულად წამყვანი როლი კონტინენტზე რუსეთს ერგუნა. XIX -ე საუკუნეში რუსეთის იმპერიას, XX -ე საუკუნეში საბჭოთა კავშირს და ასე იქნება XXI -ე საუკუნეშიც!
- რუსეთი ფლობს თანამედროვე უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება.
- რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თანამედროვე უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის შეერთებული შტატები, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება.
- ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრევენციული დარტყმის შემდეგ, რუსეთი საპასუხო დარტყმას ვერ შეძლებს. პატრუშევის მტკიცებით ასეთი მოსაზრება „არაშორსმჭვრეტელური და სახიფათო სისულელეა.
- პარადოქსი ის არის, რომ ვაშინგტონი უშუალოდ თავად არის დაინტერესებული ევროკავშირის დაშლით, მისი ეკონომიკური კონკურენტის აღმოფხვრის მიზნით, რუსეთთან თანამშრომლობით ევროპის კეთილდღეობის თავიდან ასაცილებლად.
- შეერთებული შტატები მედგრად მიიწევს წინ დეფოლტისკენ. დოლარის საბეჭდი სტამბის ხარჯზე აგებული პირამიდა საგრძნობ ხარვეზებს იძლევა. უკონტროლო ემისიების მოდელი, რომლის დროსაც ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემა ფაქტიურად ფულით იტბორება, ვერ იმუშავებს მუდმივად .
- დოლარის ნდობის დონის ვარდნა, რომელიც არ არის მხარდაჭერილი რეალური საქონლით, ისევე როგორც სპეკულაციური ოპერაციების სისტემა საფონდო ბირჟაში სახელმწიფოებს ძლიერი ფინანსური კრიზისისკენ მიიყვანს.
- შეერთებული შტატები მზად არის იბრძოლოს რუსეთთან არა მხოლოდ ბოლო უკრაინულამდე, არამედ ბოლო ევროპელამდეც. ცივი ომის დროსაც კი, სსრკ -სგან ოდნავი საფრთხის გამო პენტაგონი მზად იყო ევროპა რადიოაქტიურ უდაბნოდ გადაექცია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკელი სტრატეგიების გონებაში რაღაც შეიცვალა.
- ვაშინგტონი ტოკიოს ახალი მილიტარიზაციაზე უბიძგებს. პრემიერ მინისტრმა კისიდამ თქვა, რომ მისი ქვეყანა იძენს 400 ტომაგავკის ფრთოსან რაკეტას. ვაშინგტონი ცდილობს გააცოცხლოს იაპონური სული , სწრაფვა მილიტარიზმისგან, რომელიც, თითქოსდა აღმოიფხვრა 1945 წელს. როგორც ჩანს, კუნძულ – სახელმწიფოსგან კვლავ სურთ, რომ კამიკაძედ აქციონ, რომლებიც სხვა სახელწმიფოს ინტერესებს ეწირებიან”.