ვინ აფარებს ხელს კეზერა- ახლაიების გოშია,პოლკოვნიკ მანჯგალაძეს?!

რატომ არ თხოვს თავდაცვის სამინისტრო პასუხს კეზერაშვილის და ახალაიას გოშიას,პოლკოვნიკ მანჯგალაძეს?
პაატა მანჯგალაძე (დ. 12 აგვისტო, 1979, სამტრედია, ჩხენიში, ნაბაკევი) საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. მანამდე, კი ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნდა.
პაატა მანჯგალაძე 2008-2009 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის ჯერ მოადგილე, ხოლო 2009-2011 წლებში ამავე დეპარტამენტის უფროსი გახლდათ.
თავდაცვის უწყებაში სამსახურის წლებში მისი უშუალო უფროსები გახდნენ:
- დავით კეზერაშვილი, 10 ნოემბერი, 2006 – 9 დეკემბერი, 2008
- ვასილ სიხარულიძე, 9 დეკემბერი, 2008 – 27 აგვისტო, 2009
- ბაჩანა ახალაია, 27 აგვისტო, 2009 – 4 ივლისი, 2012
- დიმიტრი შაშკინი, 4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
2008 წლის 26 აგვისტოს თავდაცვის მინსიტრმა კეზერაშვილმა გამოსცა ბრძანება N 482 , რითაც დაამტკიცა ამ დეპარტამენტის დებულება.
დებულების მე-6 მუხლის თანახმად, დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ანუ პირადად კეზერაშვილი.
დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის ამოცანებია:
- სამინისტროს რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა და რესურსების გამოყენებაზე კონტროლი;
- სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
- სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის ანალიზი;
- თავდაცვის სისტემის განვითარებაზე მიმართული რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი და კონტროლი;
- შესაძენი საშუალებების ნატოს სტანდარტებთან, საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფის ანალიზი.
ჟურნალისტმა ქეთი ხოსიტაშვილმა ჩაატარა გამოძიება, რომელიც შეეხებოდა 2001-2008 წლებში იარაღის შესყიდვებს და ამ პროცესში გამოვლენილ უამრავ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა ან ჩაიდინა.
უკრაინულმა მედიამ 2000-2010 წლებში საქართველოს მიერ შესყიდული სამხედრო შეიარაღების ვრცელი ნუსხა გამოაქვეყნა კიდეც. უკრაინის რადამ ამ საკითხების შესასწავლად, დროებითი საგამოძიებო კომისიაც შექმნა, რომელმაც იმ სამხედრო-შეიარაღების სია წარმოადგინა, რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, უკრაინა საქართველოს აწვდიდა. ამ სიის თანახმად, ტექნიკის შეძენა ჩვენი ქვეყნის სამხედრო უწყებამ, ძირითადად, 2004 წელს დაიწყო, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობის იარაღი 2006-2008 წლებში შეიძინეს.
მაშინ, ტიმოშენკოს მიერ დაწყებულ სკანდალს „უკრსპეცექსპორტის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძვრაც მოჰყვა, თუმცა მალევე შეწყდა, რადგან გამოქვეყნდა საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ სამხედრო ტექნიკა, რომელიც საქართველომ უკრაინისგან შეიძინა, უვარგისი იყო. მას ექსპლუატაციის ვადა 2001 წელს გაუვიდა!
უკრაინაში თემა დაიხურა და დღემდე არც საქართველოში აგო ვინმემ პასუხი, 2004-2008 წლებში, სააკაშვილის მმართველობის დროს, მხოლოდ უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრსპეცექსპორტისგან“ თუ რატომ შევიძინეთ 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტვირთი, რომლის დიდი ნაწილი უვარგისი იყო?!
სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ყვარელში, კომპანია „უკრსპეცექსპორტის“ ყოფილ ხელმძღვანელს საპატიო სტუმრის სტატუსით უმასპინძლა. მან სერგეი ბონდარჩუკს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადასცა.
წყაროები:
https://ria.ru/20090702/176102329.html
https://interfax.com.ua/news/general/16494.html
https://missilery.info/news/zachem-gruzii-oruzheynyy-skandal-s-ukrainoy