7 დეკემბერი 2024

ჩემ მერეც იქნება სხვა პრეზიდენტი!

“საქართველოს პრეზიდენტად” წოდებული გაუგებრობა მრავალდღიანი  “დამღლელი და დატვირთული” ვიზიტის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა და პირველი ინტერვიუ “დემონ” -სტრაციულად ნაც.სექტის პარტიულ  ტელევიზიას მისცა. 

ტელე-ბოდვაში, გარკვევით რაც საზოგადოებამ შეიტყო იყოს ის, რომ  ფრანგმა პენსიონერმა მეცენატ ბიძინა ივანიშვილს, ვისი წყალობითაც დღეს, ის რამეს წარმოადგენს, ” ოლიგარქი ” უწოდა და მის დედისმაგინებელ არარაობაზე, ნიკოლოზ გვარამიაზე თქვა, რომ ”  არ ითხოვს შეწყალებას, თორემ მე მზად ვარ, არანაირი  პირადული წყენა არ გამაჩნია-ო”.

სხვა კითხვაზე, თუ დაინახავს რომ ევრორეკომენდაციის 12 პუნქტზე მიდის მუშაობა, მაინც მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, “პრეზიდენტი”  თუ რას პასუხობს, თავად გამოიტანეთ დასკვნა.

  • „მაინც გინდათ, რომ მათქმევინოთ, თუ-ზე გავჩერდები. უნდა იყოს დაცული ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ მე რაღაც უნდა დაგიმალოთ. ჩემ მერეც იქნება სხვა პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სხვებიც არიან[პატიმრები], რომლებიც ასე არ არიან წინა პლანზე და პოლიტიკურ სცენაზე მათი საკითხები არ იხილება, მაგრამ ისინიც ყველაფერს უყურებენ და ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი. მე ვამბობ, რომ წინასწარ რამეზე საუბარი ან ახსნა, რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს რთული სხვების მიმართ, თორემ რას გავაკეთებ ამაზე არც კის ვამბობ და არც არას და როცა საჭირო იქნება გეტყვით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.