მიყვება თუ არა “Credit Suisse”-ის “Deutsche Bank”, რომლის აქციები ჯერ მხოლოდ 13% -ით დაეცა
დღეს დილით, 24 მარტს, ევროზონის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, გერმანული Deutsche Bank-ის აქციები 13%-თ დაეცა.
ბანკის აქციები უკვე მესამე დღეა ეცემა და მარტის დასაწყისიდან მან ღირებულების დაახლოებით 20% დაკარგა. ამჟამინდელი კლების უშუალო მიზეზი იყო Deutsche Bank-ის საკრედიტო დეფოლტის სვოპების ღირებულების მკვეთრი ზრდა, 142 საბაზისო პუნქტიდან 200 საბაზისო პუნქტამდე. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ.
საკრედიტო დეფოლტის სვოპები CDS (კრედიტის დეფოლტის სვოპები) არის სადაზღვევო კონტრაქტები, რომლითაც საკრედიტო დაცვის გამყიდველები თანხმდებიან გადაუხადონ მყიდველს (ჩვეულებრივ ბანკს) გარკვეული თანხა ტრანზაქციაში მითითებული მოვლენის შემთხვევაში. ამ სერვისისთვის კრედიტორი მყიდველი უხდის CDS გამყიდველს პრემიას. CDS-ის ღირებულების მატება ნიშნავს, რომ კრედიტორებს აქვთ ეჭვი კომპანიის სავალო ვალდებულებების, ამ შემთხვევაში, Deutsche Bank-ის მომსახურების შესაძლებლობის შესახებ.
2019 წელს ამ ბანკს შიდა კრიზისის გამო ღრმა რესტრუქტურიზაცია მოუწია. თუმცა, ბანკის ბიზნესი მას შემდეგ გაუმჯობესდა: Deutsche Bank-მა 2022 წელი დაასრულა წმინდა მოგების გაორმაგებით 5 მილიარდ ევრომდე.
ახლა მისი აქციების დაცემა მოდის საბანკო ინდუსტრიაში არასტაბილურობის ზოგადი ზრდის ფონზე, ბანკების გაკოტრების შემდეგ. იგულისხმება ამერიკული Silicon Valley Bank, ასევე შვეიცარიული Credit Suisse-ის პრობლემები, რამაც გამოიწვია მისი შეძენა სხვა შვეიცარიული ბანკის – UBS-ის მიერ.
„დოიჩე ბანკი უკვე დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია, როგორც ეს იყო Credit Suisse-ის შემთხვევაში. მან გაიარა რეფორმები, რათა მყარ საფუძვლებზე დაებრუნებინა, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არცერთმა ამ მცდელობამ არ გაამართლა“, – თქვა სტიუარტ კოულმა, Equiti Capital-ის მთავარმა მაკროეკონომისტმა ბანკის ირგვლივ არსებული ვითარების კომენტირებისას.
პარასკევს დაეცა ასევე სხვა ბანკების აქციებიც: Commerzbank-ის აქციები 8%-ზე მეტი,სოსიეტე ჟენერალი – 7.5%,UBS – 6%, Credit Suisse – 4.7%. ზოგადად კი , ევროპის საბანკო ინდექსი 5,6%-ით არის დაცემული.